LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეთავაზებები მოქმედებს თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში – ფესტივალის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი

131
საქართველოს ბანკი

15-17 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ მე-11 პავილიონში, თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. ფესტივალის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

ბაზრობა სტუმრებს 11:00 საათიდან 19:00 საათამდე უმასპინძლებს. ფესტივალზე 60-ზე მეტი გამომცემლობა და წიგნის მაღაზია იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალის ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით ბაზრობაზე წარმოდგენილ პროდუქტებზე, აღმოაჩინონ ახალი გამოცემები, ჟანრების მრავალფეროვნება, დაესწრონ საინტერესო შეხვედრებსა და დისკუსიებს.

ამასთან, თითოეულ საგამომცემლო სახლთან/კომპანიასთან საქართველოს ბანკის PLUS ბარათით გადახდისას მომხმარებლები 30-ჯერ მეტ (მაქსიმუმ 10 000) PLUS ქულას დააგროვებენ.

sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებისთვის კი სპეციალური შეთავაზებები იმოქმედებს.

sCool Card-ით საქართველოს ბანკის პოსტერმინალზე გადახდისას მოსწავლეები მიიღებენ 30%-იან ფასდაკლებას (მაქსიმუმ 50 ლარი ყველა მერჩანტზე). ამისათვის საჭიროა შეთავაზების sCoolApp-ში გააქტიურება.

სტუდენტები კი საქართველოს ბანკის Student Card-ით საქართველოს ბანკის პოსტერმინალზე გადახდისას 30-ჯერ მეტ (მაქსიმუმ 10 000) PLUS ქულას დააგროვებენ.

ეწვიე თბილისის წიგნის დღეების ფესტივალს, აღმოაჩინე ახალი ლიტერატურული თავგადასავლები და განათლების გზაზე არ გაჩერდე.

საქართველოს ბანკის CSR პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g