LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეზღუდვები იმოქმედებს ყვითელ მიკროავტობუსებში

286
104792

კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომლებიც მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ მიკროავტობუსებში იმოქმედებს, განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიის განცხადებაში წერია, მოქალაქეები, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს ვალდებული იქნებიან პირბადეები ატარონ, აიკრძალა ფეხზე დგომა, გაგრილების სისტემის ჩართვა და მიკროავტობუსებში მგზავრობის დროს ფანჯრები ღია იქნება.

“კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ გაცნობებთ, რომ 29 მაისიდან სრულად აღდგება კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა მომსახურეობა, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

კერძოდ: აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე, ასევე აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებაში ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა, აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა და ასევე სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება.

ამასთან ერთად, მოგახსენებთ, რომ COVID19-ის გავრცელებისგან თავის დაზღვევის მიზენით კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სატრანსპორტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე ყოველდღე ჩაუტარებს დეზინფექციას. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ წინასწარ მადლობას უხდის მგზავრებს დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებისთვის,”- აღნიშნულია განცხადებაში.

რამდენი ხანი შეიძლება ვატაროთ პირბადე, რომელიც ტრანსპორტში გვეკეთა – ინფექციონისტის რეკომენდაციები

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომამდე განაცხადა, რომ ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მიკროავტობუსები 29 მაისიდან განაახლებენ მუშაობას.

magti 5g