LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეზღუდვებს აწესებს ევროპა ეპიდვითარების გაუარესების გამო

968
ავსტრია

257 ათასზე მეტი ინფიცირებული და 5 მილიონზე მეტი გარდაცვლილი, ასეთია კოვიდ სტატისტიკა მსოფლიოში.

ამჯერად ვირუსის ეპიცენტრი ევროპაა, სადაც მკვეთრადაა გაზრდილი ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მაჩვენებლები.

შექმნილი რთული ვითარების გამო შეზღუდვებს აწესებენ ჩეხეთში, საბერძნეთსა და სლოვაკეთში.

ავსტრიაში, 22 ნოემბრიდან სრული “ლოქდაუნი” გამოცხადდება, რომელიც, დაახლოებით, 20 დღის განმავლობაში გაგრძელდება, ხოლო 2022 წლის 1 თებერვლიდან ვაქცინაცია ყველასთვის სავალდებულო გახდება. ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა ალექსანდერ შალენბერგმა დღეს განაცხადა.

ინფორმაციას  BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ 14 ნოემბერს ავსტრიის ხელისუფლებამ “ლოქდაუნი” მხოლოდ არავაქცინიებული მოქალაქეებისთვის გამოაცხადა, თუმცა ინფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში კვლავ რეკორდულ ნიშნულზეა.

ამჟამად სრულად აცრილია ავსტრიის მოსახლეობის 2/3, რაც დასავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

„არ გვსურს მივიღოთ კორონავირუსის მეხუთე ტალღა.

ჩვენ ვერ დავარწმუნეთ ხალხის საკმარისი რაოდენობა, რომ ვაქცინა გაეკეთებინათ. ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება ვაქცინაციასთან დაკავშირებით. მტკივნეულია, რომ კვლავ გვიწევს ასეთი ზომების მიღება“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური მენეჯერი ჰანს კლუგე აცხადებს, რომ კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევები, ევროპის მასშტაბით, ვაქცინაციის სუსტ პროცესს უკავშირდება.

„ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა რეგულაციების შემსუბუქებით და კორონავირუსის უფრო გადამდები დელტა შტამის გავრცელებით არის გამოწვეული“, – აღნიშნა ჰანს კლუგემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპაში შექმნილ ეპიდსიტუაციას შემაშფოთებლად მიიჩნევს და გამოსავალს შეზღუდვების დაწესებასა და ვაქცინაციაში ხედავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g