LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიმპტომები ახასიათებს კორონაფობიას?

235
კორონაფობია02

ადამიანებს აქვთ შიში იმისა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაავადდნენ. ცნობილია, რომ სხვადასხვა ენდოკრინული დარღვევების დროს მაგ: შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნის ან აუტოიმუნური დაავადების გენეზის მქონე ნებისმიერ პირში ეს ვირუსი შედარებით უფრო რთულად მიმდინარეობს. ამის შესახებ ”იმედის დღის” ეთერში, ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა ისაუბრა.

განცდა იმისა, რომ ამ თანმხლები დაავადებების ფონზე შესაძლოა მათი მდგომარეობა უფრო დამძიმდეს, ეს შიში და მღელვარება რა თქმა უნდა არის. ასევე არის ფიქრი იმაზე, რომ შინ ყველას ყავს შედარებით ასაკოვანი ან ხანდაზმული ადამიანი და უფრთხილდებიან მათ,  რომ თუ მაინცდამაინც რამე უნდა დაემართოთ, ისეთი ფორმით გადაიტანონ, რომ შინ იყვნენ და ჰოსპიტალიზაცია არ დაჭირდეთ.

”აღსანიშნავია, რომ საქმე გვაქვს არაპროგნოზირებად ვირუსთან, სადაც პირობითად ერთნაირი კლინიკური სურათით მიმდინარეობას ვერ ვაკვირდებით. ყველგან სხვადასხვა სცენარით მიმდინარეობს. რაც შეეხება გაძლიერებულ მადას, ამას თავისი გამომწვევი ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ალბათ ეს არის შიშის, მღელვარების, დეპრესიის, შფოთვის წინააღმდეგ გამოყენებული ერთგვარი იარაღი”. – აღნიშნა, ასათიანმა.

კორონაფობიაზე, ფსიქოთერაპევტმა და ფსიქოლოგიის დოქტორმა, თეა გოგოტიშვილმაც ისაუბრა და განმარტა, რომ

კორონაფობიას შემდეგი სიმპტომები ახასიათებს:

  • კოვიდ 19 – ით ინფიცირების შიში ”თუ დავინფიცირდები მოვკვდები. თუ ოჯახის წევრს დაემართება, ვერ გადაიტანს”.

  • კოვიდ 19 – ზე ფიქრისას, გულის აჩქარება, სუნთქვის გაძნელება, ოფლიანობა.

  • შფოთვა და ნერვიულობა კოვიდ 19 – ზე, რომელიც ძილის დარღვევებს იწვევს.

  • კოვიდ 19 – ით გარდაცვალების, სამსახურის დაკარგვის, სხვისი დაინფიცირების გაზვიადებული შიში.

  • იზოლაციის სურვილი, ადამიანებისთვის თავის არიდება, სოციალური ინტერაქციების შიში.

” კარგად უნდა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ მაქსიმალურად ვეცადოთ დავიცვათ რეგულაციები,  არა ფორმალურად არამედ, ნამდვილად და ძალიან გულმოდგინედ. ვადევნოთ თვალ-ყური ხელის მოძრაობებს. უნდა ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ და რას ვგრძნობთ ამ მომენტში.

თუ ხელი მოვკიდეთ სახელურს, ყურადღება მივაქციოთ, რომ ხელის დეზინფექცია მოვახდინოთ. ამაზე უკეთესს და ჯანსაღს ნამდვილად ვერაფერს გამოვიგონებთ. ამიტომ შეგვიძლია საკუთარ თავს ავუხსნათ, რომ ფუჭად არ უნდა ვინერვიულოთ”.

გოგოტიშვილის თმით, აუცილებელია ხშირად განიავდეს ადგილსამყოფელი და ადამიანებმა მაქსიმალურად შეისუნთქონ ჰაერი. ორგანიზმი არ უნდა იყოს დაჭიმული და დაძაბული. ეს მდგომარეობა ორგანიზმის სტრესზე რეაქციაა, რომელიც შემდგომში უკვე რთულ ვითარებას ქმნის.

“თუ ჩვენ ვეცდებით ჩვენივე გონების კონცენტრაციას მოცემულ მომენტზე და ნაკლებად წავალთ სამომავლო წინასწარმეტყველებებში – დაგვეხმარება თავი ავარიდოთ წარმოსახვით საფრთხეებს” – აღნიშნავს თეა გოგოტიშვილი კორონაფობიის დაძლევის გზებზე საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g