LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიმპტომებით ხასიათდება და რამდენი დღე მიმდინარეობს H1N1 ე.წ „ღორის გრიპი“ – ინფექციონისტის განმარტება

4423
2025-12-23_01-45-26_885100

რა სიმპტომებით ხასიათდება და რამდენი დღე მიმდინარეობს H1N1 ე.წ „ღორის გრიპი”, – ამ საკითხთან დაკავშირებით ექიმი, ინფექციონისტი მალვინა ჯავახაძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს.

მედიკოსის თქმით, ე.წ ღორის გრიპის მკურნალობის პერიოდი 7-8 დღე გრძელდება.

„პანდემიის შემდეგ დაბადებულებს ე.წ ღორის გრიპი უფრო დიდი ალბათობით დაემართებათ, რადგან მათ არ აქვთ არანაირი იმუნიტეტი. საყურადღებო სიმპტომებით მიმდინარეობს, ცხელებით და ინტოქსიკაციით. გამოიხატა ე.წ ორტალღიანი პერიოდი. როდესაც ადრე პირველი ტალღის შემდეგ ისევ იქნებოდა ცხელება, საგულისხმო იყო რომ მიდიოდა გართულება და ანტიბიოტიკით უნდა დავხმარებოდით. ახლანდელ შემთხვევაში ასეთი გართულებები არ არის და ანალიზებით ვაკონტროლებთ. ეს ამ ვირუსის მიმდინარეობაა და მას ეს ახასიათებს. მკურნალობის პერიოდი არის ცოტა ხანგრძლივი, 7-8 დღე“, – საუბრობს მალვინა ჯავახაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g