LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სინდისით გძინავს? – ქაცარავას მეუღლე იმ სპეცრაზმელს მიმართავს, რომელმაც მის ქმარს ესროლა

10431
1554924474_2019-04-10_122640

დავით ქაცარავას მეუღლე, სოფია ხაჭაპურიძე, სოციალური ქსელით იმ ადამიანს მიმართავს, ვინც მის მეუღლეს ესროლა:

“მე მსურს მივმართო იმ ადამიანს, არ ვიცი სპეცრაზმელია, არ ვიცი რა დანაყოფს ეკუთვნის, რა ჩინი აქვს, რომელმაც ჩემს მეუღლეს და დემურ ნიჟარაძეს გაშლილი ხელებით დგომისას და მიმართვისას ”ბიჭებო არ გვესროლოთო”, – გაწია ფარებაფარებული კორდონი, გამოყო ლულა და დამიზნებით ესროლა.

ხომ ადამიანი ხარ? დედა ხომ გყავს? არ ვიცი რა ასაკის ხარ, არ ვიცი შვილი გყავს თუ არა. რა სინდისით გძინავს? რად გიღირდა ეს ყოველივე? არ ვიცი, ღმერთი გწამს თუ არა. თუ გწამს, რა პასუხი გაქვს?” – წერს სოფია ხაჭაპურიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g