LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სინდისით საყვედურობენ სახელმწიფოს, საზოგადოების დაკვეთა იყო ჩინური და რუსული ვაქცინა არ შემოსულიყო ქვეყანაში: ცერცვაძე

127
5e6e4d8cde9b8

„ჩვენმა მეზობლებმა ჩინური ან რუსული ვაქცინით დაიწყეს ვაქცინაცია. საქართველომ კი არა. და ელოდება ამერიკულს, ევროპულს. ამიტომ დაგვიანდა 2-3 კვირით”,-ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ვაქცინაციის საზოგადოებისა და ოპონენტების კატეგორიული მოთხოვნა იყო, ქვეყანაში ჩინური და რუსული ვაქცინა არ შემოსულიყო. თენგიზ ცერვაძის განცხადებით, საქართველო მაღალი სტანდარტული გზით წავიდა, რომ ევროპულ და ამერიკულ ვაქცინაზე გააკეთა აქცენტი.

„ბატონი სერგო ჩიხლაძე რეებს კადრულობს. თავის დროზე, სხვებთან ერთად ის ცოფებს ყრიდა არ გამაგონოთ ჩინური და რუსული ვაქცინაო, ასეთი იყო ზოგადად საზოგადოების შეკვეთა და სახელმწიფომ ეს, ყურად იღო. საქართველო კი მაღალი სტანდარტული გზით წავიდა.

რა სინდისით საყვედურობენ სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სამინისტროს ამას და ამბობ, რომ ეს საქართველოს კატასტროფაა და იმ ქვეყნების წარმატება. 2 და 3 კვირას ხომ არ უნდა შევწიროთ ასეთი სტრატეგიული ინტერესები. ამ საკითხის დაყენება უზნეობაა.

რა სინდისით გვამუნათებენ. ნებისმიერი ადამიანი მიხვდება იმას, თუ რამხელა დემაგოგიას ეწევიან ჩვენი ოპონენტები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

magti 5g