რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ქალბატონები ურთიერთობებსა და საკუთარ სურვილებში არასტაბილურები არიან. მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობის ეტაპებს და დროს. მაგალითად: გაცნობის პერიოდში მათ სხვა მოთხოვნები აქვთ, ხოლო თანაცხოვრების პერიოდში სხვა.
თუ ქალბატონს მამაკაცი მოეწონა, აუცილებლად გააკეთებს მინიშნებას და გაჩერდება. ამის შემდგომ კი მამაკაცის ჯერი დგება. მან ის უნდა მოხიბლოს და თანაც რაც შეიძლება ორიგინალურად.
გაცნობის შემდეგ ქალბატონებს რომანტიკა სჭირდებათ. თუმცა, მხოლოდ შოკოლადით და ყვავილებით ნუ შემოიფარგლებით. მამაკაცმა აუცილებლად უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და პატრნიორი ხშირად უნდა გააოცოს რომანტიკული თავგადასავლებით.
მას შემდეგ რაც ურთიერთობა დასტაბილურდება და გაცნობის ეტაპიდან გამოვა, ქალბატონს უჩნდება სურვილი იყოს ინდივიდუალური. ამ დროს ზოგს სახლში ყოფნა და წყნარი საღამო ურჩევნია, ზოგსაც დამოუკიდებლობა. ასეთ სიტუაციებში, მამაკაცი ვალდებულია პარტნიორის სურვილებს პატივი სცეს.
შემდეგი ეტაპი ქორწინებაზე საუბარია. გათხოვება ყველა ქალს სურს თუმცა, ამის მიზეზი შეიძლება უბრალოდ ”დაოჯახებულის” სტატუსი იყოს, უმეტეს შემთხვევაში კი საყვარელ ადამიანთან მუდმივი თანაცხოვრების სურვილია და თუ გადაწყვეტთ, რომ ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშიროთ, ნუ შეუშლით მას ხელს დაგეგმოს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები. არ აქვს მნიშვნელობა მდიდრულ ქორწილს მოისურვებს თუ ვიწრო წრეში გადაწყვეტს ქორწინების აღნიშვნას, ნებისმიერ შემთხვევაში მამაკაცმა მაქსიმალურად უნდა შეუწყოს მას ხელი.
ქორწინების შემდეგ ქალბატონს ნებისმიერი რამ შეიძლება მოუნდეს: გახდეს დიასახლისი, ან მოიწყოს კარიერა, გაატაროს თავისუფალი დრო მეუღლესთან, ან შეხვდეს მეგობრებს. თუმცა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილი შვილია. სწორედ ამიტომ, მამაკაცი ვალდებულია ამ თემასთან დაკავშირებით პარტნიორის მოსაზრებები მოისმინოს და საბოლოოდ ურთიერთშეთანხმების ხარჯზე მიიღოს გადაწყვეტილება. სურპრიზები ურთიერთობას არ აფუჭებს თუმცა, შეიძლება ოჯახურ იდილიას შეუქმნას პრობლემა.
წლების მატებასთან ერთად ქალბატონებს სურვილების მთელი სია უგროვდებათ, მაგრამ მთავარ მოთხოვნად მამაკაცის ყურადღება რჩება. მისი პარტნიორი აუცილებლად უნდა ურთიერთობდეს მასთან და აცნობდეს ყოველდღიურ სიაახლეებსა თუ პრობლემებს. კომპლიმენტები კი, მთელი თანაცხოვრების მანძილზე არ უნდა დაიშუროს მამაკაცმა მის მიმართ, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება გამოხატოს მან ის სიყვარული, რაც მასთან აკავშირებს. გარდა ამისა, მამაკაცმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაამციროს ის და მაქსიმალურად უნდა ცადოს მიეხმაროს მეუღლეს სახლის საქმეებში მაშინ, როცა მას ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
გაითვალისწინეთ, რომ სინამდვილეში სულაც არ არის რთული იმის გამოცნობა, თუ რა სურთ ქალბატონებს მამაკაცებისგან. მთავარია სწორად შევაფასოთ შექმნილი სიტუაციები და ვიცოდეთ, რა ქვეტექსტი აქვს მის მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვას. დაიმახსოვრეთ, რომ პარტნიორისგან აუცილებლად მიიღებთ იმას, რასაც თქვენ მისთვის გააკეთებთ.