სანდრო ფარცვანია მაყურებელმა ქართული სატელევიზიო მუსიკალური პროექტიდან „X ფაქტორი“ გაიცნო. პატარა მომღერალი სიმღერას „ჩიტი-ჩიორა“ საოცრად ასრულებდა.
წლების შემდეგ, სანდრო ფარცვანია დაქორწინდა. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სანდრო ფარცვანია საკუთარ ქორწილში მღერის.
„რა სწრაფად გადის დრო, უკვე მის ქორწილში მღერის“, „როგორ მახსოვს მისი გამოსვლა,რა სწრაფად გარბის დრო და უკვე თავის ქორწილში მღერის,უდიდეს ბედნიერებას გისურვებთ“, „პატარაობის სახე და ხასიათი აქვს ახლაც“, – უწერენ კომენტარებში გულშემატკივრები
