„ჩუ“ არის ჟესტური ენის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი სოციალური საწარმო, რომელიც სამაგიდო თამაშების მეშვეობით ცდილობს საზოგადოებაში თანაბარი შესაძლებლობების გაჩენას.
„ჩუს“ პროდუქციით თამაშის პროცესში მოთამაშეები სწავლობენ სიტყვებს ჟესტურ ენაზე, რაც ხელს უწყობს სოციალიზაციის პროცესს.
თამაშები რეკომენდებულია 6 წლიდან ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

ცოტა ხნის წინ სოციალურმა საწარმომ ახალი თამაში გამოუშვა.
„ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად გურო წიქვაძე, „ჩუს“ თანადამფუძნებელი საუბრობს.
– ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მიხარია, როდესაც კარგად იცნობენ ხოლმე ჩემი თამაშის წესებს.
– ჩემს გოგონას აჩუქეს ეს თამაში. ჩვენც, ოჯახის წევრებიც აქტიურად ჩავერთეთ და ძალიან მოგვეწონა.
მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა, ვისაც არ გვაქვს ეს პრობლემა, ვიცოდეთ ენა, რაზედაც შეგვიძლია, შეზღუდული ადამიანებს ვესაუბროთ.
გვიამბეთ „ჩუ“ რა თამაშია, რა ჰქვია და როგორ უნდა ვითამაშოთ.
– ჩვენი ახალი ნაბიჯი არის თამაში, რომლის დროსაც უსინათლო ადამიანის გამოცდილებას გავდივართ.
ბავშვობაში ხომ გვქონია მომენტი, რომ სრულიად ჩაბნელებულ ოთახში ხარ და თითქოს შენს თავს გამოცდას უწყობ, რამდენად შეგიძლია კარების პოვნა, ან სინათლის ანთება.
თამაშით თითქოს გამოცდილება იქმნება მატერიებთან მიმართებაში, საჭიროა, რომ თამაშისას ეკომეგობრული, სხვადასხვა ტიპის მატერიები დავაწყვილოთ ერთად.
ეს ძალიან დიდი გამოცდილებაა განსაკუთრებით მოზარდებისთვის, რადგან ახალ უნარებს უვითარებს და უყალიბებს ადამიანებს.
ეს ყველაფერი ჩვენს საწარმოში ერთიანდებიან, რაც საერთო ჯამში გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ინკლუზიური სამაგიდო თამაშები ვაწარმოოთ, რომლებიც საშუალებას მისცემენ ნებისმიერი შესაძლებლობის ადამიანს, ჩაერთონ და სიამოვნება მიიღონ პროცესისგან.

– ბიზნესმოდელზე მინდა გკითხოთ, როგორ უმკლავდებით პრობლემებს. პანდემია ახალი მოლეული გვაქვს, შეიძლება ითქვას..
– „ჩუს“ წარმოება დაიწყო 2018 წლიდან. ამ დროიდან აქტიურად გამოვდივართ გამოფენებზე, სადაც პიარს ვახორციელებთ და ვიძენთ ახალ მეგობრებს.
თამაში იყიდება ონლაინაც. ეს რეალურად ჩვენი პარტნიორი კომპანიების მხრიდან ხდება. ასევე გვაქვს მიტანის სერვისი ფეისბუკფეიჯის მეშვეობით. ცნობადობა და გამოხმაურება ნამდვილად არის.
ძალიან მიხარია, როცა ადამიანს აქვს “ჩუ“. ამ ინფორმაციით უბედნიერესი ვარ ხოლმე.
თამაში თავის სიტყვას ამბობს, ავრცელებს ჟესტური ენის საბაზისო ცოდნას ყველა ადამიანისთვის.
– რამდენი ადამიანია კომპანიაში დასაქმებული და გაფართოების გეგმები თუ გაქვთ უახლოეს გეგმაბში?
– ხუთი ადამიანია დასაქმებული სხვადასხვა მიმართულებით. სტარტაპის კუთხით გვჭირდება ყველაზე დიდი მობილიზება. შეკვეთები როდესაც არის, კორპორაციული ინტენსიური ჩართულობაა საჭირო, იმისთვის, რომ თამაშის დიდი რაოდენობის დამზადება მოხერხდეს.
გაყიდვების კუთხითაც სულ ვმუშაობთ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ პარტნიორებთან.
ჩვენი მომავალი გეგმაა, თამაშს დაახლოებით თებერვლისთვის ახალი ჟესტური სიტყვები დავამატოთ.
– როგორც ვიცი, ძალიან ბევრმა ადამიანმა, ვინც შეიძინა ეს თამაში, შემდეგ მართლაც ისწავლა ჟესტიკულაცია და ახლა ახლებს რომ ამატებთ, ცოტა გართულდება თამაში.
– თუ გიყვართ ზოგადად სამაგიდო თამაშები და თუ ხართ დაინტერესებული, გეცოდინებათ, რომ სამაგიდო თამაშებს აქვს გაფართოება, შეიძლება დავამატოთ ახალი კარტები. შესაბამისად, თქვენ სახლში რომ ისწავლეთ და გაიმეორეთ 38 სიტყვა, შეიძლება შემდეგში მათი რიცხვი გაიზარდოს 60-მდე და ჩართულობაც უფრო მეტი იქნება.
შეიძლება ასევე გამოვიდეს დამატებითი წესები, რომელიც მოიცავს დამატებით სირთულეებს.
ამ ყველაფერზე აქტიურად მუშაობს ჩვენი კომპანია. ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება საინტერესო გარემო შევუქმნათ ჩვენს მოთამაშეებს.

– მნიშვნელოვანია მხიარული გამოცდილება – თან თამაშობ და თან ვსწავლობ რაღაცას.
ბიზნესმოდელზე იმიტომ გეკითხებით, რომ ზოგადად კარგია ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. დაფინანსების წყაროების მოძიება, იმისთვის, რომ კომპანია დააფუძნო და შემდეგ განავითარო.
რა მდგომარეობაა ამ კუთხით თქვენთან?
– ამ კუთხით საკმაოდ დადებითი მდგომარეობაა, რადგან მხარდაჭერით და გრანტით დაიბადა ეს თამაში. პირველი პროექტი, მოვიგეთ საქართველოს ბანკის პროექტში.
ამ დაფინანსებით დაიბადა „ჩუ“, რის შემდეგაც არაერთი სხვა გრანტი მოგვიგია.
2019 წელს მივიღეთ საქართველოში სოციალური საწარმოს გავლენის კუთხით ნომერ პირველი წოდება.
სხვადასხვა ფინანსურ მხარდაჭერასაც ვიღებთ ფინანსური კომპანიებისგან, რაც რეალურად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაორმაგოთ რაოდენობა და მერე ეს მოგვცემს იმ ოდენობის ფინანსებს, რომ შევქმნათ ახალი თამაში.