LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა თანხას დაკარგავს ბიუჯეტი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვით?

86

ბიუჯეტის 2016 წლის პროექტში ის ცვლილებები, რომლებსაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვა გამოიწვევს, ჯერ ასახული არ არის. ამის შესახებ, ”ფორტუნას” პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა განუცხადა.

როგორც მეჭიაური ამბობს, რეგიტრაციის მოსაკრებელის რაოდენობა დიდი არ იყო, შესაბამისად, ეს ბიუჯეტზე უარყოფითად არ აისახება. ”რა თქმა უნდა, ბიუჯეტის შემოსავლები არ შემცირდება. მარჯვენასაჭიან ავტომობილებს თუ აღარ ჩამოიყვანენ, ანუ ადამიანები მანქანაზე აღარ დაჯდებიან?“ – განაცხადა მეჭიარმა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ჩამოყვანის ბიზნესით არიან დაკავებულნი.

როგორც ”ფორტუნას” კომპანია Autocom Japan- ში განუცხადეს, საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტზე დაახლოებით  ხუთი კომპანია მუშაობს, რომლებსაც მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში საკმაოდ სოლიდური თანხა შეაქვთ.

”მარტო ჩემს კომპანიას, წელიწადში დაახლოებით 25 ათასი მარჯვენასაჭიანი ავტომობილი ჩამოჰყავს, რაც თანხის სახით რომ დავთვალოთ,  37 მილიონ ლარზე მეტი გამოდის. ანუ, დაახლოებით ამ თანხას კარგავს ბიუჯეტი მარტო Autocom Japan-ისგან” – განუცხადა ”ფორტუნას” კომპანიის ტექნიკურმა მენეჯერმა ოთარ თეთრაძემ.

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც 2016 წლის 1 მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვას ითვალისიწნებს, გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

magti 5g