LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვილი მთავარი ეჭვმიტანილი და 4 მილიონი დოლარის საქმე – რეჟისორ, რობ რაინერისა და მისი მეუღლის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება

306
page

გუშინ, რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილები მათმა ქალიშვილმა, რომიმ, აღმოაჩინა. მომხდარმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ წყვილის 32 წლის ვაჟი, ნიკ რეინერი, პოლიციის დაკითხვის შემდეგ დააკავეს.

სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, ნიკ რეინერი მკვლელობის ეჭვმიტანილის სტატუსით იმყოფება იზოლატორში და ამ დროისთვის საქმის მთავარი ფიგურანტია.

გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. წყაროების ცნობით, საქმეში ასევე ფიგურირებს დაახლოებით 4 მილიონი დოლარის ღირებულების ფინანსური საკითხი, რაც შესაძლოა ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოებად იქცეს გამოძიების პროცესში.

პოლიცია დამატებით დეტალებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს, თუმცა აცხადებს, რომ მტკიცებულებების შესწავლა აქტიურად გრძელდება და საზოგადოებას ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე მიაწვდის.

რეჟისორ რობ რაინერისა და მისი მეუღლის სავარაუდო მკვლელი მათი ვაჟია – მედიაში შოკისმომგვრელი დეტალები ვრცელდება

ცნობილი რეჟისორის, რობ რაინერისა და მისი მეუღლის ცხედრები საკუთარ სახლში იპოვეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები