23 დეკემბერს, მედიაში გავრცელდა იმ მომღერლებისა და ბენდების/ჯგუფების/ანსამბლების სია, რომლებიც თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას – აღნიშნულ ჩამონათვალში იყო „ვარდელის სიმებიანი კვარტეტი“.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კვარტეტის მევიოლინე, კონსტანტინე ეროიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მათი კვარტეტი არც ერთ საახალწლო ღონისძიებაში არ მონაწილეობას.
„თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებაში „ფრანი“ არ მონაწილეობს“ – გაგა ჩიხლაძე
23 დეკემბერს, მედიაში გავრცელდა იმ მომღერლებისა და ბენდების/ჯგუფების/ანსამბლების სია, რომლებიც თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას. თავდაპირველად, აღნიშნულ ჩამონათვალში იყო ჯგუფი „ფრანიც“. გავრცელებულ სიას სოციალურ ქსელში ეხმიანება „ფრანის“ ვოკალისტი გაგა ჩიხლაძე და წერს, რომ აღნიშნულ საახალწლო ღონისძიებაში „ფრანი“ არ მონაწილეობს: „აღნიშნულ საახალწლო ღონისძიებაში „ფრანი“ არ იღებს მონაწილეობას, მეგობრებო“, – წერს გაგა ჩიხლაძე.
„მინდა გამოვეხმაურო ინფორმაციას რომელიც გავრცელდა, არ ვიცი რატომ არის ნახსენები ჩვენი კვარტეტი და ჩვენი პედაგოგის კონსტანტინე ვარდელის სახელი თანაც “კამერული სიმფონიური” ორკესტრის სახელით.
რა თქმა უნდა ჩვენი კვარტეტი არც ერთ ღონისძიებაზე არ იღებს მონაწილეობას!
სრული მხარდაჭერა რეჟიმის პატიმრებს და გამარჯვება დამოუკიდებელ და ევროპულ საქართველოს!“ – ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
„წინსწრებით გინება აღარ გამიგია, დაელოდეთ საახალწლო კონცერტებს, ნახეთ ვინ მიიღებს მონაწილეობას და მერე გაიხსნილეთ, ეგ სიები ძირითადად არის არჩევნებამდე შედგენილი“ – რას წერს გიორგი სუხიტაშვილი
„ახლა რომ აგინებთ ხალხს და მერე ეგრე არ მოხდება, იმას კი არ იტყვით, რომ შეცდით, არამედ იმას, რომ თქვენი გინების გამო არ მიიღეს მონაწილეობა“ – წერს გიორგი სუხიტაშვილი.
❗️❗️❗️ მინდა გამოვეხმაურო ინფორმაციას რომელიც გავრცელდა, არ ვიცი რატომ არის ნახსენები ჩვენი კვარტეტი და ჩვენი პედაგოგის…
Posted by კონსტანტინე ეროიანი on სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024