LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დასკვნა: კობახიძე სახელმწიფო ინსპექტორზე

55
ირაკლი-კობახიძე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად შეაფასა და შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 000 ლარით დააჯარიმა.

ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა არის პოლიტიკურად მოტივირებული.

როგორც კობახიძემ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის დაცვით მოქმედებს და ასეთ დროს საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო:

“რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დასკვნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს კანონის დაცვით, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის გაზიარება საზოგადოებისთვის და ეს ძალიან დროულად გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ვახტანგ გომელაურს.

თქვენ გახსოვთ, როგორი სპეკულაციური კამპანია აწარმოა ამ ძალიან მძიმე და სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით როგორც “ნაციონალურმა მოძრაობამ”, ასევე მისმა რამდენიმე მედიასაშუალებამ და ასეთ დროს, როდესაც საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და არის იმის ინტერესი, რომ ჩვენ ასეთ ძალადობრივ პოლიტიკურ დაჯგუფებებს არ მივცეთ სპეკულირების საშუალება, ასეთ დროს ბუნებრივია, მნიშვნელოვანი იყო არა მარტო საქმის დროულად გახსნა, არამედ ყველა დეტალთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს კანონის დაცვით, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის გაზიარება საზოგადოებისთვის და ეს გააკეთა ძალიან დროულად და მყისიერად შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ვახტანგ გომელაურს.” – თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად შეაფასა და შს სამინისტრო 2 000 ლარით დააჯარიმა.

“ვინაიდან 2021 წლის 11 ივლისს სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ვერც ერთი ვიდეოჩანაწერი ვერ პასუხობდა საზოგადოებაში არსებულ მთავარ კითხვას გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზთან დაკავშირებით და ამასთან, ბრიფინგებზე არ იქნა განმარტებული ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალებასთან აღნიშნული ჩანაწერების კავშირი, სამინისტროს მიერ ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება შეფასდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების პრინციპის დარღვევად.” – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g