LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა უბადრუკი და სამარცხვინო თავდასხმა იყო… ივანიშვილი აპირებს ყველას გადაუჯოკროს“ – მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას თავდასხმის ფაქტზე

189
მიხეილ სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სამტრედიაში, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერზე, პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ინციდენტი მიუღებელია, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს“ – ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე

„რა უბადრუკი და სამარცხვინო თავდასხმა იყო, პოსტვს თანხლებით, ნიკა მელიაზე.

ზუსტად ამას აკეთებდნენ შევარდნაძე, მამალაძე და ასლან აბაშიძე 2003-ში. ივანიშვილი აპირებს ყველას გადაუჯოკროს.

ჩვენ კი მეტად ორგანიზებული და ერთიანი უნდა ვიყო ვიდრე ოდესმე, არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც.

ივანიშვილის გეგმაა სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაცია, არ უნდა გავაკეთებინოთ!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, ნიკა მელიას სამტრედიაში თავს დაესხნენ. „ახალის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა 11 აგვისტოს მაშინ მოხდა, როდესაც ნიკა მელია სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს, მედიასთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მასთან ახალგაზრდა მამაკაცი მივარდა, სახის არეში დაარტყა და შეაგინა, მომხდარს ხმაური მოჰყვა.

რა უბადრუკი და სამარცხვინო თავდასხმა იყო, პოსტვს თანხლებით, ნიკა მელიაზე. ზუსტად ამას აკეთებდნენ შევარდნაძე, მამალაძე…

Posted by Mikheil Saakashvili on ორშაბათი, 12 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები