LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უბე­დუ­რე­ბაა ეს გლ­და­ნი თბი­ლი­სი არა­ას აგო­რე­ბა, თან როცა არ უთ­ქვამს: ინგა გრიგოლია კალაძის შესახებ წერს

3476
BeFunky-collage (1)

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ფრაზას – “გლდანში ვცხოვრობდი იმიტომ, რომ ბინა არ გვქონდა თბილისში” საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.

აღნიშნულ კრიტიკას ტელეწამყვანი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გამოეხმაურა.

“ნუ შემომივარდებით და ნუ დამიწყებთ პოლიტიკური ქვეტექსტების ძებნას ამ სტატუსში. ძალიან გამაღიზიანა კალაძეზე და გლდანზე ატეხილმა ამბავმა და მომინდა დამეწერა…. ახლა რომ აიწია ერთი ამბავი და ვნებათაღელვა, მართლა არ ჰქონდა თბილისში ბინა კახის, მართლა გლდანში ცხოვრობდა, მგონი მამიდასთან, მართლა ძალიან უჭირდა, რამდენადაც ვიცი და არაფერი ტყუილი არ უთქვამს….

პლუს- გლდანი თბილისი არააო, ეგ არ უთქვამს. ობიექტურობა ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკისას. ნუ დავკარგავთ. წლების წინ ყველანი რომ ვამაყობდით მისი საფეხბურთო წარმატებებით, ეგეც მისი შრომის შედეგი იყო. იმ ნათესავის სახლიდან, გლდანიდან დადიოდა სავარჯიშოდ ))))))))). ხოდა რა უბედურებაა ეს გლდანი თბილისი არაას აგორება, თან როცა არ უთქვამს.

P.s- ,,ოცნების,, დავალებით არ ვწერ სტატუსს. ჩემი პირადი სათქმელია ამ ,,გლდანის აურზაურში”,-წერს ინგა გრიგოლია ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები