კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მიზანია, სამინისტროს მიერ ბოლშევიკურ ბრძოლას ხელი შეუშალონ.
კულტურის სამინისტროსთან მიმდინარე აქციას რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„რომ შემეძლოს, აუცილებლად შევუერთდებოდი ჩვენი საამაყო ინტელექტუალებისა და უბრალოდ წესიერი, პატიოსანი მოქალაქეების აქციას კულტურის სამინისტროსთან. რა უბედურებაში ვართ ჩაცვენილი.
ნიკა რურუა იყო კულტურის მინისტრი და მისი კარი ყოველთვის ღია იყო ყველაზე შეურიგებელი ოპონენტებისთვისაც კი.
მახსოვს, როგორ სტკენდა ხოლმე მას გულს უსამართლო კრიტიკა იგივე ბაგრატის თემაზე, მაგრამ მისი ერთადერთი პასუხი იყო ხოლმე დამატებითი არგუმენტების მობილიზაცია და დიალოგი, კიდევ მეტი დიალოგი.“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, აქციას წინ უძღოდა ორი მოვლენა. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლება და ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის ლაშა ბაქრაძის გარშემო ატეკხილ სკანდალს.
კულტურის სამინისტრო გეგმავს, ლიტერატურული მუზეუმის მიერ გამოცემულ ელენე დარიანის წიგნში დაშვებული შეცდომის გამო, ლაშა ბაქრაძესტან სერიოზულად დაილაპარაკოს.