როდესაც ცხოვრებაში დგება მომენტი, ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისა, როგორიც ბინის, კომერციული ფართის ან მიწის ნაკვეთის შეძენაა, გიჩნდება სურვილი, ყველა შესაძლებლობა გამოიყენო, რათა ბაზარზე არსებული ნებისმიერი შეთავაზება ნახო, განიხილო და შეაფასო. ეს პროცესი კი ძალიან დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს. აჩქარებული ცხოვრების რიტმის პირობებში ძებნა უფრო მარტივი და სასიამოვნო რომ იყოს, სანდო პარტნიორი უნდა მოიძიო, რომელიც ზუსტად იმას გაპოვნინებს, რაც მაქსიმალურად მიახლოებულია შენს მოთხოვნებთან.
ასეთი კი ქართულ რეალობაში უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge გახლავთ, რომელიც ბინის, კომერციული ფართისა თუ მიწის ნაკვეთის შესაძენად სრულფასოვან მომსახურებას გთავაზობს, ბაზარზე არსებული შეთავაზებების/განცხადებების ხარისხით კი ნამდვილად უპრეცედენტოა.
ყიდვა-გაყიდვა, ქირა თუ გირავნობა – რა ტიპის უძრავი ქონების პოვნაა შესაძლებელი არეაზე?
როდესაც საქმე ბინის ყიდვას ეხება, მნიშვნელოვანია გაითვალისწინო ოჯახის წევრების სურვილები, ხედები, განათება, სიმყუდროვე, პარკინგი და.ა.შ. ამ დროს უფრო მეტი დაფიქრება გმართებს და ყველა დეტალზე განსაკუთრებით გიწევს ყურადღების გამახვილება, ვიდრე მაშინ, როცა ჯერი ბინის ქირაობაზე მიდგება.
ბოლო პერიოდში ბინის გაქირავება ერთგვარ ბიზნესადაც კი იქცა, შედეგად ბუნებრივია, მოიმატა გასაქირავებელი ბინების რაოდენობამ, თუმცა არც ქირაობის მსურველთა რიცხვია ნაკლები. არეა გთავაზობს შესაძლებლობას, მოძებნო შენს მოთხოვნებზე მორგებული ბინა ქირით, ავეჯით, ან მის გარეშე, აგენტის დახმარებით, ან უშუალოდ მესაკუთრესთან კომუნიკაციით.
თუ ფინანსები სასურველი ბინის შესაძენად არ გყოფნის, ბინის გირავნობა ძალიან კარგი იდეაა. არ გეკარგება უკვე არსებული თანხა, არ გიწევს ყოველთვიურად ქირაში იხადო ფული, პარალელურად კი შეგიძლია, გააგრძელო დაგროვება ოცნების სახლის შესაძენად.
სამივე შემთხვევისთვის Area.ge იდეალური საშუალებაა, მიიღო ზუსტი და რეალური ინფორმაცია შენი ცხოვრების უკეთესი მომავლის შესაქმნელად.
მიწის ნაკვეთს ეძებ თუ ფართს კომერციული მიზნებისთვის, არეას ამ მხრივაც მრავალფეროვანი არჩევანი აქვს. დიახ, არეაზე შეგიძლია, მოიძიო განცხადებები მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ეს იქნება თავისუფალი ტერიტორია, მიწა უძრავი ქონების განსათავსებლად, თუ სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის. განცხადებაში არა მხოლოდ კონკრეტულ ფართზეა მოცემული ინფორმაცია, არამედ მის შემოგარენზე, მაგალითად, ირგვლივ არის თუ არა მოასფალტებული გზა, როგორი ინფრასტრუქტურაა, დადის თუ არა მახლობლად ტრანსპორტი და.ა.შ.
მთავარია, მოინდომო და უძრავი ქონების ყველაზე დიდი პლატფორმა Area.ge – ნებისმიერი სურვილის ასრულებაში დაგეხმარება. იმეგობრე არეასთან და განახორციელე მნიშვნელოვანი ჩანაფიქრები!