გიფიქრიათ რატომ არის ესთეტიკური მედიცინა სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების იდეალური გზა?
პასუხი მარტივია „იღებთ სრულყოფილ შედეგს ქირურგიული ჩარევის გარეშე“ – ამბობს “ფორტუნასთან” ესთეტიკისა და დერმატო-კოსმეტოლოგიური კლინიკის „ლაზერმედი თბილისი“ ექიმი-ესთეტიკოსი მარიამ შავიძე.
როგორც მარიამი ამბობს, ერთ-ერთი აქტუალური თემა, რომლითაც ყველაზე მეტად ინტერესდებიან – სახის რემოდელირებაა.
აღსანიშნავია, რომ დღეს საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ქალბატონების უმრავლესობა და ასევე მამაკაცებიც სახის ოვალის და ნაკვთების მოდელირებისთვის, პროპორციების ასიმეტრიების კორექციისთვის უამრავ ხერხს მიმართავენ.
და მაინც, რა უნდა გააკეთოთ თუ ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე გსურთ გახადოთ თქვენი სახე მეტად მიმზიდველი?
პასუხიც და პროცედურაც, როგორც ექიმი-ესთეტიკოსი ამბობს მარტივია – სახის რემოდელირებით.
„სახის რემოდელირება ხდება შემავსებლით -ე.წ.”ფილერის” დახმარებით, სახის თითქმის ნებისმიერ ზონაზე: ტემპორალური ზონის კორექცია (ანუ შეწეული საფეთქლის წილის შევსება), თვალის საცრემლე ღარის კორექცია (ანუ თვალის ირგვლივი სიშავეების, გამოხატული საცრემლე ღარებისა და თვალის ქვედა ქუთუთოს თიაქრის კორექციას გულისხმობს), ცხვირის კეხისა და წვერის დაკორექტირება, ყვრიმალის ძვლის, ყბის ძვლისა და ნიკაპის მოდელირება/გამოკვეთა, ტუჩის მოცულობის გაზრდა და ასიმეტრიების კორექცია, ე.წ. ცხვირ-ტუჩის, მარიოენტის, კისეტური ნაოჭების შევსება და გასადავება“, – ამბობს მარიამ შავიძე.
რაც შეეხება თავად ფილერებს, ექიმი-ესთეტიკოსის თქმით, ე.წ შემავსებელთა რამდენიმე სახეობა არსებობს:
„დღეს ჰიალურონის მჟავის შემცველ ფილერებზე მოგიყვებით, ეს კი გახლავთ გელისმაგვარი რბილი მასა, სრულიად ბუნებრივი და უსაფრთხო შემავსებლის სახეობა, რადგანაც თავად ჰიალურონის მჟავა ჩვენი ორგანიზმის შემადგენელი სტრუქტურული კომპონენტია, შესაბამისად, მარტივად ინტეგრირდება ქსოვილებში, ატენიანებს კანს და აძლევს მას მოცულობას.
შედეგად, ბუნებრივი, ასაკობრივი ცვლილებების თუ პოსტტრავმული დეფექტებისა და ასიმეტრიების კორექციია მხოლოდ 1 საათში ხდება შესაძლებელი. პროცედურის ეფექტი ინდივიდუალურად ნარჩუნდება (6-12 თვემდე).
უნდა აღინიშნოს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შემავსებლის ხარისხს, სწორად შერჩეულ ექიმს და პროცედურის სათანადოდ მიმდინარეობას, სწორედ ამიტომ, გახსოვდეთ, ანდეთ თქვენი სილამაზე და ჯანმრთელობა მხოლოდ პროფესიონალებს და იყავით მუდამ მომხივლელი“, – ამბობს ექიმი-ესთეტიკოსი მარიამ შავიძე.
ცნობისთვის, ესთეტიკისა და დერმატო-კოსმეტოლოგიის კლინიკა „ლაზერმედი“ მუდმივად უწყობს ფეხს სილამაზის თანამედროვე სტანდარტებს და სწორედ ამიტომ, ქართულ ბაზარზე 15 წელია მყარად პოზიციონირებს 6 კლინიკით (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი).
აღსანიშნავია, რომ ყოველდღე, რადიო “ფორტუნას” ეთერში კლინიკა „ლაზერმედის“ ხელმძღვანელი, ექიმი-ესთეტიკოსი მარიამ შავიძე გთავაზობთ საავტორო რუბრიკას „რჩევები მარიამ შავიძისგან“, რომლის მოსმენა ყოველდღიურ რეჟიმში შეგიძლიათ.