მსოფლიოში “შავი პარასკევის” კვირეული დაიწყო, რომელსაც საქართველოც უერთდება და კომპანიები განსაკუთრებულ სამზადისში არიან. თანამედროვე მოდური დიზაინის ავეჯის სახლი „ნიტა“ 2017 წელს ქუთაისში გაიხსნა და საქართველოს მასშტაბით 3 ფილიალს ფლობს. კომპანიის დირექტორმა მირანდა ხეცურიანმა “ბიზნესნიუსის” ეთერში კომპანიის ძირითად ნიშაზე და კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.
რას სთავაზობს ავეჯის სახლი „ნიტა“ მომხმარებელს? რა სახის პროდუქცია იყიდება თქვენთან?
ავეჯის სახლი „ნიტა“ ჩვენს მომხმარებელს ერთ სივრცესა და კომფორტულ გარემოში სთავაზობს თანამედროვე, კლასიკური და მდიდრული დიზაინის ფართო არჩევანს, რომელიც აკმაყოფილებს მაღალი ხარისხის სტანდარტს.
ვისთან თანამშრომლობთ საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ?
საქართველოში ვაპირებთ ჩვენი ხაზის ფაბრიკის სახით გახსნას, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვთანამშრომლობთ თურქეთთან. პანდემიამდე კი ჩინეთიდან, ეგვიპტიდან, დუბაიდან შემოგვქონდა ძალიან მაღალი ხარისხის მრავალფეროვანი არჩევანის ავეჯი. ახლა თურქეთში 5 კომპანიასთან ვთანამშრომლობთ, რომლის რამდენიმე კომპანიის ექსკლუზივს ვფლობთ საქართველოში.
რა მიდგომა გაქვთ ხარისხთან და დიზაინთან დაკავშირებით? რას ურჩევთ მომხმარებლებს ავეჯის შერჩევისას?
ჩემთვის და ჩვენი კომპანიისთვის ხარისხი უმთავრესია. ჩვენს მომხმარებლებს კი ვურჩევთ ავეჯის შერჩევის დროს გაითვალისწინონ, ეკოლოგიურად რამდენად უსაფრთხოა პროდუქტი და ასევე, შემოწმდეს გარანტია. მყარი ავეჯი, ზოგადად, რომელიც ძალიან მაღალ სტანდარტზეა დამზადებული, ყოველთვის აკმაყოფილებს მაღალი ხარისხის სტანდარტს, ხოლო გარანტია, ეს უშუალოდ ხაზს უსვამს მის ხარისხს. დაბალი ხარისხის პროდუქციის შემთხვევაში, ვერც მწარმოებელი კომპანია მოგვცემს მასზე გარანტიას და ჩვენც, როგორც მაღაზია მომხმარებელს ვერ მივცემთ გარანტიას. რატომღაც მომხმარებლების უმრავლესობა უპირველესად მნიშვნელობას ანიჭებს დიზაინს, ამ დროს გასათვალისწინებელია ხარისხი და გარანტია. ამავდროულად, შერჩევის დროს უნდა მოხდეს ჩვენი შეგრძნებების გათვალისწინება, ვინაიდან ჩვენ თავად გვაქვს ყოველდღიური შეხება მასთან, ვინაიდან დამღლელი დღის რეჟიმის შემდეგ სწორედ იქ უნდა განვიტვირთოთ და აღვიდგინოთ ძალები. ხარისხი, გარანტია და შემდეგ დიზაინი ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან ერთად – ეს არის გასათვალისწინებელი.
რომელ პროდუქტს გამოყოფდით, რომლის პოზიციონირებაც გინდათ ბაზარზე?
ხაზს გავუსვამ მატრასებს, ვინაიდან როგორც ჩვენი ავეჯის შესახებ, ასევე ჩვენი პრემიუმ ხაზის მატრასების შესახებ ავეჯის სახლი „ნიტას“ მომხმარებლებმა კარგად იციან. მინდა, აქაც ვურჩიო ჩვენს მომხმარებლებს მატრასის შერჩევის დროს რა არის გასათვალისწინებელი. როგორც ეკოლოგიური უსაფრთხოება, ასევე მატრასი უნდა იყოს დამზადებული ბუნებრივ ქსოვილზე, არ უნდა შეიცავდეს სინთეტიკას და მისი შესყიდვის დროს ბავშვის დაბადების წუთიდანვე უნდა მოხდეს ხარისხიანი მატრასის შერჩევა. ხშირად სურთ შეძენა ხერხემლის პათოლოგიებთან დაკავშირებით. ორთოპედიული ლეიბი, რა თქმა უნდა, ეკოლოგიურად სუფთა, ანტიალერგიული, ანტიბაქტერიული, ბუნებრივ ქსოვილზე დამზადებული უნდა იყოს და ამავდროულად ზომიერად და ზომიერზე მეტად მყარი. ხოლო, სხვა დანარჩენ შემთხვევებში, არც ძალიან რბილი, არც ძალიან მაგარი, საშუალო სირბილის ლეიბი არის მისაღები.
ანუ აქაც ბუნებრივ ქსოვილზე დამზადებული, ანტიალერგიული, ანტიბაქტერიული, სინთეტიკას არ უნდა შეიცავდეს და ზომიერად უნდა იყოს რბილი. გამოვყოფ ჩვენი ერთ-ერთი პრემიუმ ბრენდის მატრასს, რომელიც არის სამ შრეზე და ორივე შრე გამოყენებადია. ლეიბის ზედაპირი შეიცავს გედის ბუმბულის 35%-ს, აქვს გამაგრილებელი ეფექტი, არ იწვევს ოფლიანობას და გამოიყენება ორივე მხრიდან.
როგორი დამსაქმებელია „ნიტა“? და რა ნიშა უჭირავს თქვენს კომპანიას ქართულ ბაზარზე?
ძალიან ოჯახური გარემო გვაქვს სამივე ფილიალში. ძალიან მნიშვნელოვანი და პატივსაცემია თითოეული თანამშრომელი ჩვენთვის. ძალიან ვუფრთხილდებით და ვუქმნით ყველანაირად კომფორტულ გარემოს, რომ თავი იგრძნონ, როგორც შინ, ვინაიდან 12 საათის განმავლობაში 9 საათს ატარებენ ჩვენთან. ამიტომ, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ყველანაირი კომფორტი შევუქმნათ მათ, რომ არა მარტო სამსახური, ეს იყოს ერთი დიდი ოჯახი და ვფიქრობ, რომ სამივე ფილიალში გვაქვს ეს.
რა გეგმები გაქვთ „შავი პარასკევის“ ფარგლებში და საახალწლოდ?
მინდა მივმართო ჩვენს მომხმარებლებს, რომ ძალიან კარგი შეთავაზებები გვაქვს. სამივე ფილიალში ავეჯის უახლესი კოლექციები გვაქვს მიღებული, როგორც 2022, ასევე 2023 წლის კოლექცია. წინა კოლექციაზე და უახლეს კოლექციაზე ძალიან კარგი ფასდაკლებები, შეთავაზებები და აქციები გვაქვს, ამიტომ თუ ჯერ კიდევ ჩვენს მომხმარებლებს არჩევანი არ გაუკეთებიათ ავეჯზე, შეუძლიათ გვესტუმრონ სამივე ფილიალში. ქუთაისში ორი ფილიალი და თბილისში ერთი ფილიალი.