ბინის შეძენა ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა ცხოვრებაში, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე სხვადასხვა საკითხზე დაფიქრებაა საჭირო. ლოკაცია და ფასი ძირითადი ფაქტორებია, რასაც მაძიებლები უძრავი ქონების შეძენისას ყურადღებას აქცევენ, თუმცა, არის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც გასათვალისწინებელია. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.
ავტოსადგომი
დღესდღეობით ეს თემა ძალიან აქტუალურია, რადგან მანქანის გაჩერება უკვე დიდ პრობლემას წარმოადგენს. სახლში მისულს, შესაძლოა, რამდენიმე წრის დარტყმამ მოგიწიოს შენსავე უბანზე, იმის გამო რომ ადგილი ნახო ავტომობილის გასაჩერებლად. ამ საკითხზე ყოველდღიური ნერვიულობის თავიდან ასაცილებლად, ბინის შეძენამდე აუცილებლად მოიკითხეთ ავტოსადგომის საკითხი. ავტოფარეხი, თუ სპეციალური ზონა პარკინგისთვის უკვე აუცილებელი გახდა თანამედროვე კორპუსებისთვის, რაც მაცხოვრებლებისთვის დიდი კომფორტია.
მშენებლობის ხარისხი
უხარისხო მშენებლობებმა, სამშენებლო რეგულაციების დარღვევამ ბოლო წლებში სავალალო შედეგები აჩვენა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ასმაგად უნდა გამახვილდეს ყურადღება მშენებლობის საკითხზე, დეველოპერის კეთილსინდისიერებას ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, აუცილებლად მოიკითხეთ ენერგოეფექტურობის საკითხი და უპირატესობა ისეთ ნაგებობაზე შეაჩერეთ, სადაც ეს დეტალი გათვალისწინებულია. ენერგოეფექტური მასალებით ნაშენებ სახლში ცხოვრებით, დაზოგავთ კომუნალურებს, რაც დიდი შეღავათია.
სკოლისა და ბაღის სიახლოვე
არ აქვს მნიშვნელობა ფლობთ საკუთარ ავტომობილს თუ ფეხით გადაადგილდებით, ორივე შემთხვევაში სკოლისა და ბაღის სიახლოვე დამატებითი ბენეფიტია ნებისმიერი საცხოვრებლისთვის, რადგან ბავშვს არ უწევთ ძალიან ადრე გაღვიძება იმისთვის, რომ სკოლაში/ბაღში დროულად მივიდნენ, არ კარგავენ დროს საცობებში და გარკვეული ასაკის შემდეგ დამოუკიდებლად ახერხებენ ახლომდებარე სასწავლო დაწესებულებიდან სახლში დაბრუნებას.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიახლოვე
მათთვის, ვინც ავტომობილით არ გადაადგილდება მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიახლოვე. ოჯახის წევრების ინტერესები თანაბრად რომ იყოს გათვალისწინებული, ბინის ყიდვამდე ამ საკითხით აუცილებლად დაინტერესდით, გამოარკვიეთ, მეტროსთან მისვლას რა დრო სჭირდება, დადის თუ არა ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები რამდენიმე, სხვადასხვა მიმართულებით.
ეკოლოგიურად სუფთა გარემო
ჩვენს ქალაქში, სადაც ეკოლოგიური პრობლემები ყველაზე მეტად შემაწუხებელია, მნიშვნელოვანია საცხოვრებელი სახლი იყოს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ან ჰქონდეს რეკრეაციული ზონა, გასართობი სკვერი, მცენარეებით დახუნძლული პარკი იმისთვის, რომ ბავშვებმა შეძლონ თამაში და უფროსებმა მშვიდად დასვენება სუფთა ჰაერზე.
როგორ მოვძებნოთ სასურველი ბინა?
ბინები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უძრავი ქონებაა, განსაკუთრებით მზარდია მისით დაინტერესება თბილისში. მიუხედავად არჩევანის მრავალფეროვნებისა, area.ge-ს თანამედროვე უძრავი ქონების პლატფორმის დახმარებით მარტივად შეძლებ მოძებნო ბინები თბილისში.
არეაზე წარმოდგენილია გასაყიდი ქონების ყველაზე მეტი განცხადება, რომელიც მოიცავს როგორც ახალაშენებულ ბინებს, ასევე მშენებარე პროექტებსა და მეორეულ ბინებს. თქვენი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, საძიებოდ შეგიძლიათ, გამოიყენოთ ნებისმიერი კრიტერიუმი – ადგილმდებარეობა, ფასი, ფართი, ოთახების რაოდენობა, სართული, ხედები და.ა.შ. მონიშნოთ ნებისმიერი მათგანი არეას საძიებო ველში და მიიღოთ ინფორმაცია თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ ქონებაზე. მესაკუთრესთან დაკავშირების შემდეგ, ლაივში დაათვალიეროთ თქვენი მომავალი ბინა და გადახვიდეთ უშუალოდ ყიდვის პროცესზე.
თუ თანხა გაკლდებათ, დისტანციურად, ბანკში მისვლის გარეშე არეას საიტიდანვე შეგიძლიათ მოითხოვოთ იპოთეკური სესხი, გააგზავნოთ მოთხოვნა და დაელოდოთ ბანკის თანამშრომლის ზარს.
არეა მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებზე და სთავაზობს მათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ პრემიუმ სერვისებს, რომელიც ამარტივებს ქონების ყიდვა – გაყიდვის საკითხს.
R