LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა გაითვალისწინოთ ხის იატაკის შერჩევისას – შვედური ბრენდის “ჩერსი საქართველოს” რჩევები მომხმარებლებს

157
elene

“ჩერსი საქართველო” ხის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. შვედური ბრენდის “ჩერსის” ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში მომხმარებლებს ხის იატაკის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. “ჩერსი საქართველოს” დირექტორის მოადგილემ ელენე გვარამაძემ “ბიზნესნიუსის” პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

 

მოგვიყევით ბრენდის წარმომავლობის შესახებ. რა ისტორია აქვს “ჩერსის” და რამდენი წელია არსებობს ბაზარზე?

“ჩერსი” არის მსოფლიოში უძველესი ხის მწარმოებელი კომპანია, რომელიც დაარსდა 1857 წელს და დაარსების დღიდან აწარმოებს ხის იატაკებს და ასევე, ინოვაციურ პროდუქტს – კვარც ვინილს.

 

“ჩერსი საქართველო” არის შვედური ბრენდი “ჩერსის” ექსკლუზიური შემომტანი საქართველოში. რა სახის პროდუქტია წარმოდგენილი თქვენთან?

ჩვენს შოურუმში, რომელიც ვაჟა-ფშაველას N2-ში მდებარეობს, წარმოდგენილია იატაკის ზედაპირის პროდუქცია. ეს არის, ძირითადად, 2-შრიანი და 3-შრიანი პარკეტი, ასევე, კვარც ვინილი.

 

რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი? რას ანიჭებენ მომხმარებლები უპირატესობას არჩევანის გაკეთებისას?

ძირითადად, ჩვენი მომხმარებლები მოდიან პარკეტის შესაძენად. ჩვენ მათ ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის 3-შრიან და 2-შრიან პარკეტებს, გვაქვს ძალიან დიდი არჩევანი, ამიტომ ჩვენს მომხმარებლებს აქვთ იმის საშუალება, რომ აარჩიონ მათთვის სასურველი პროდუქცია ნებისმიერი დამუშავებით, ფერით, ზომით და ა.შ. გვაქვს როგორც ნაძვისებრი წყობები, ასევე გემბანური წყობები, ამიტომ მომხმარებლისთვის მარტივია, რომ იპოვოს ის, რაც მას სურს და სჭირდება.

რომელ პროდუქტს გამოარჩევთ, რომლის პოზიციონირებაც გსურთ ქართულ ბაზარზე?

გამოვარჩევდი კვარც ვინილს იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ბაზარზე ჯერჯერობით არ არის ძალიან ცნობილი, თუმცა არის ძალიან კარგი პროდუქცია, ეკოლოგიურად სუფთა, ასევე აქვს გამძლე ზედაპირი, რომელიც არ ზიანდება მარტივად. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ კომერციულ სივრცეში. აეროპორტებში, კლინიკებში, საავადმყოფოებში, სკოლებში ხშირად იყენებენ. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ არის წყლის მიმართ მდგრადი, არ აზიანებს მას წყალი, შესაბამისად, ხშირად გამოიყენებენ მაღალმთიან კურორტებზე სასტუმროებისთვის, მუშაობს იატაკქვეშა გათბობაზე, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია თემაა იმიტომ, რომ ხშირად იყენებენ იატაკქვეშა გათბობას, შესაბამისად, ჩვენი პროდუქცია, იქნება ეს პარკეტი თუ კვარც ვინილი, ორივე მუშაობს იატაკქვეშა გათბობაზე, ასევე აქვს 5G ჩამკეტი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ვინილი არ დაშორდება ერთმანეთს და იქნება მყარად დამონტაჟებული, აქვს ხმის და თბოიზოლაცია.

 

რა გარემო დახვდებათ მომხმარებლებს თქვენს შოურუმში? რამდენად მნიშვნელოვანია სერვისი თქვენს კომპანიაში? 

ჩვენს მომხმარებლებს დახვდებათ ძალიან თბილი და ოჯახური გარემო იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ “ჩერსიც” დაარსებული არის ოჯახის მიერ და ჩვენთვის თითოეული მომხმარებელი ძალიან მნიშვნელოვანია. თავიდან ბოლომდე ვუწევთ კონსულტაციას ყველაფერთან დაკავშირებით. როცა მოდიან პარკეტის ან ვინილის ასარჩევად, ვუზომავთ ობიექტსაც, ასევე ვთავაზობთ დაგების სერვისს, გვაქვს ძალიან მაღალი ხარისხის მასალა, რაც სჭირდება პარკეტს. ეს არის იტალიური ბრენდის “ტოვერის” წებოები, რომელიც ამავდროულად, ეკოლოგიურად სუფთაა და თავიდან ბოლომდე ვუძღვებით მთლიან პროცესს, დაგებიდან ბოლომდე. ჩვენ ვთანამშრომლობთ გრძელვადიანი პერსპექტივით, იქიდან გამომდინარე, რომ პარკეტის დაგება არ მთავრდება მხოლოდ დაგებით, მას პერიოდულად სჭირდება მოვლის საშუალებები, განახლება, შესაბამისად, ყველა ამ სერვისს ვთავაზობთ მომხმარებლებს.

ონლაინ პლატფორმებს თუ იყენებთ მომხმარებლებთან ურთიერთობისას და რამდენად დიდია მომართვიანობა სოციალურ ქსელებში?

მომართვიანობა სოციალურ ქსელებში საკმაოდ დიდია. ასევე, გვაქვს ჩვენი ოფიციალური საიტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია, რომ დაათვალიერონ ჩვენი პროდუქცია ონლაინ, ასევე, ყველა პროდუქტს მითითებული აქვს ფასი, აღწერილობა, რომ მომხმარებლისთვის ეს ინფორმაცია მაქსიმალურად იყოს გასაგები და ზუსტი, მაგრამ საბოლოო არჩევანს უკვე შოურუმში მოსვლით აკეთებენ.

 

რას ურჩევთ მომხმარებლებს ხის პროდუქციის შერჩევისას? როგორ უნდა დავრწმუნდეთ, რომ პროდუქტი არის ნამდვილად ხარისხიანი?

რაც ყველაზე მთავარია, უნდა იყოს ჩამკეტი სისტემა, რომ პარკეტი არ დაშორდეს ერთმანეთს, ასევე უნდა მიაქციონ ყურადღება ტექნიკურ მახასიათებლებს, რაც მოჰყვება პარკეტს, რას უძლებს, რამდენ წლიანი გარანტია მოყვება, მაგალითად, ჩვენს პარკეტებს 30 წლამდე ქარხნული გარანტია აქვს. შესაბამისად, მომხმარებელი თავდაჯერებულია, რომ ირჩევს ხარისხს. ასევე, ჩვენი კომპანია წარმოებაში ჩაშვებამდე სათითაო ფიცარს 50-ჯერ ამოწმებს, რომ იყოს იდეალურად გამომშრალი, დაცული იყოს ყველა საჭირო ნორმა, და ზედაპირი იდეალურად იყოს დამუშავებული.

 

რა ტიპის სეგმენტზე მუშაობთ?

ძირითადად, ჩვენთან მოდიან ისეთი მომხმარებლები, რომლებიც ორიენტირებული არიან ხარისხზე იმიტომ, რომ ის, ვისთვისაც ხარისხი მთავარია, ძირითადად ირჩევს პარკეტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g