LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა გაითვალისწინოთ, როცა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით იცრებით, ვისი აცრა შეიძლება და ვისთვის არ არის რეკომენდებული? – აშშ-ში მოღვაწე მეცნიერი განმარტავს

1505
147165761-756103951685153-3001714435877261198-n

აშშ-ში მოღვაწე ქართველი მეცნიერი და იმუნოლოგი ნატო ტეტელოშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საზოგადოებას ვრცელ ინფორმაციას აწვდის.

ექიმი ყველა იმ აქტუალურ კითხვას პასუხობს, რაც საზოგადოებას ვაქცინებთან დაკავშირებით აინტერესებს.

ინფორმაცია ჯგუფ “მედ სითი”-ში გამოქვეყნდა, რასაც უცვლელად გთავაზობთ.

“✅რომელი ვაქცინის გამოყენებაა
ნებადართული❓
??ყველა იმ ვაქცინის გამოყენება შეიძლება, რომელიც ავტორიზებულია საერთაშორისო მარეგულირებელი სამედიცინო ორგანიზაციის მიერ :
1️⃣ამერიკის, კვებისა და წამლის სააგენტოს მიერ (FDA)
2️⃣ევროკავშირის მიერ (ევროპის სამედიცინო სააგენტო/ EMA)
3️⃣მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის მიერ (ჯანმო / WHO)
✅დღეს,რომელ ვაქცინას აქვს გავლილი ავტორიზაცია❓
➡ფაიზერის ვაქცინა (მწარმოებელი: Pfizer-BioNTech):
?კოვიდ ვირუსის წინააღმდეგ :
?ეფექტურობა ?? 95%
?ინახება -70 გრადუსზე
?მიიღება 2 დოზით??3 კვირის ინტერვალით.
???????2020 წლის 2 დეკემბრიდან, ინგლისმა გასცა გამოყენების ავტორიზაცია.
??შტატებმა ბრძანება გასცა 2020 წლის 13 დეკემბერს
➡მოდერნას ვაქცინა (მწარმოებელი: Moderna, Inc.):
?კოვიდ ვირუსის წინააღმდეგ :
?ეფექტურობა ??94.5%
? ინახება – 40 გრადუსზე
?მაცივარში 30 დღის განმავლობაში, ხოლო ხანგრძლივი ვადით 6 თვის განმავლობაში -20 გრადუსზე საყინულეში. ?მიიღება 2 დოზით ??4 კვირის ინტერვალით.
??ამერიკის კვებისა და წამლის სააგენტომ (FDA) შტატებში მოდერნას ვაქცინის გამოყენების ავტორიზაცია 18 დეკემბრიდან მიიღო.
➡ასტრაზენეკას ვაქცინა (მწარმოებელი: AstraZeneca, ოქსფორდი, ინგლისი))
?კოვიდ ვირუსის წინააღმდეგ :
?ეფექტურობა – თავდაპირველი მონაცემებით 62% და უკანასკნელი მონაცემებით ეფექტურობა 82% მდე გაიზარდა.
?ინახება 2-8 გრადუსზე მაცივარში, 6 თვის განმავლობაში მდგრადია.
?დამტკიცებულია გადაუდებელი გამოყენებისთვის ინგლისსა და ევროკავშირის ქვეყნებში (გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ჰოლანდია)
?პირველ და მეორე დოზას შორის შუალედი ??12 კვირა.
??ევროკავშირმა სამივე ვაქცინას მწვანე შუქი მისცა.
??ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაქცინაცია ინტენსიურად მიმდინარეობს ფაიზერის და მოდერნას ვაქცინებით ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენებას განიხილავენ, რაც გაზაფხულისთვის იგეგმება.
✅გვიცავს თუ არა ვაქცინა ახალი ბრიტანული და აფრიკული მუტაციური შტამების წინააღმდეგ❓
??მოდერნას ვაქცინა, ისევე როგორც ფაიზერის ვაქცინა პირველადი კვლევის შედეგებით მაღალეფექტურობას აჩვენებს კოვიდ-19 ის ბრიტანული და აფრიკული მუტაციის შტამების განეიტრალებაში.
✅რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა ვიცრებით ფაიზერის ან მოდერნას ვაქცინით❓
??იმისათვის,რომ ვაქცინამ ეფექტურად იმუშაოს ორივე დოზის მიღებაა საჭირო, თან აუცილებლად ერთი და იგივე მწარმოებლისგან.
??‍⚕ვაქცინაციის გვერდითი მოვლენები:
?ფაიზერის და მოდერნას პირველი ვაქცინაციის შემდეგ აღწერილია შემდეგი გვერდითი მოვლენები კერდძოდ⤵
✔ტკვილის და სიმძიმის შეგრძნება ნანემსარის (მხრის) არეში.
✔ზოგადი სისუსტე
✔შეიძლება გამოიხატოს დაბალი ტემპერატურა, აცრიდან მეორე დღეს 37.2 – 37.5 მდე.
✔მოთენთილობა
✔თავის ტკივილი
??სიმპტომები 2-3 დღის შემდეგ გადის.
?მეორე ვაქცინაციის შემდეგ, მოდერნას ფაიზერთან შედარებით უფრო მეტად გამოხატული გვერდითი მოვლენები ახასიათებს ⤵
✔ტკივილი მხრის არეში
✔ტემპერატურა 37.2- დან 38.0 მდე, რაც ორი დღის შემდეგ გადის.
✔შემცივნება და ტკივილი კუნთებში, რაც სამი ან ოთხი დღის შემდეგ გადის.
?ასტრაზენეკას ვაქცინას მსგავსი გვერდითი მოვლენები აქვს და მეორე ვაქცინაცია,როგორც წესი უფრო მწვავე გვერდითი მოვლენებით მიმდინარეობს.
?ვაქცინაციას შეიძლება სიმპტომები არ ახლდეს ან ძალიან მსუბუქად გამოიხატოს რაც იმას არ ნიშნავს, რომ არაეფექტური იქნება, იმუნური პასუხის სიძლიერე ინდივიდუალურია თითოეულისთვის.
✅ვისი აცრა შეიძლება და ვისთვის არ არის რეკომენდირებული❓
????ასაკოვნების (>65) ვაქცინაცია უკუნაჩვენები არ არის, პირიქით მიზანშეწონილია, თუმცა ასევე დიდი სიფრთხილის და მეთვალყურეობის ქვეშ უნდა გაკეთდეს.
✔იმ პირებისთვის, ვისაც მწვავე ალერგიული რეაქციის ისტორია აქვთ გარკვეულ პრეპარატებზე/ მკურნალობაზე თუ სხვა ვაქცინაციის შემთხვევაში კოვიდ-19 ვაქცინით აცრა რეკომენდირებული არ არის.
✔ისეთი პირების აცრა ვისაც მომატებული მგრძნობელობა აქვთ პოლიეთილენ გლიკოლზე ან პოლისორბეტზე ვაქცინაცია რეკომენდირებული არ არის, რადგან ორივე ფაიზერიც და მოდერნაც შეიცავს პოლიეთილენ გლიკოს და პოლისორბეტს დიდი მსგავსება აქვს ამ უკანასკნლელთან.
?ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის სასურველია კონსულტაციის გავლა მკურნალ ექიმთან / გინეკოლოგთან, რომ ექიმთან შემთახმებით მოხდეს ვაქცინაცია.
??ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) ასეთი ჯგუფის ვაქცინაციას არ კრძალავს. პირიქით ჯანმო (WHO) რეკომენდაციას უწევს ორსულებს, რომ აიცრან.
??მოდერნასა და ფაიზერის მიერ წარმოებულ კველევბში ?ორსულები და ??მეძუძურები შეყვანილი არ იყვნენ და ამიტომ საკმარისი მონაცემი არ გვაქვს ვაქცინის გავლენაზე ნაყოფსა თუ ორსულებზე.
??პირებს ვისაც იმუნური სისტემის ფუნქცია აქვთ დაქვეითებული (იმუნოკომპრომისული) და ასევე იმათაც ვისაც იმუნური სისტემა აქვთ გააქტიურებული (მაგალითად ვისაც აწუხებს აუტოიმუნური დაავადებები) შეუძლიათ ვაქცინაცია, თუმცა დიდი სიფრთხილით და მკურნალ ექიმთან შეთანხმებით.
?ფაიზერი 16 წლის ასაკამდე, ხოლო მოდერნა 18 წლამდე მოზარდებში არ არის რეკომენდირებული, არსებული კვლევის შედეგები ინფორმაციას არ იძლევა ამ ასაკობრივ ჯგუფებზე.
✅ვაქცინის მიღებიდან რამდენ ხანში ყალიბდება ეფექტური იმუნიტეტი❓
?არსებული კვლების მონაცემებით ფაიზერის მეორე დოზის მიღებიდან კოვიდ 19 –სადმი იმუნიტეტი მე- 7 დღეს ყალიბდება.
?მოდერნას და ასტრაზენეკას შემთხვევაში მეორე დოზის მიღებიდან მაქსიმუმ 2 კვირაში
?იმუნიტეტის ჩამოყალიბების დრო ინდივიდუალურია თითოეულისთვის და შეიძლება ლავირებდეს.
✅იქნება თუ არა PCR ან სწრაფი ტესტი (ანტიგენზე) პოზიტიური ფაიზერის და მოდერნას ვაქცინაციის შემდეგ❓
??ვაქცინაცია არ იწვევს პოზიტიურ შედეგს, Pჩღ ან სწრაფ ანტიგენის ტესტებზე, მაგრამ გამანეიტრალებელი ანტისხეულის ტესტი დიდი ალბათობით პოზიტიურ შედეგს აჩვენებს.
✅რეკომენდირებულია თუ არა აცრა კოვიდ-19 ის გადატანის შემდეგ❓
?აცრა რეკომენდირებულია კოვიდ-19 გადატანის შემდეგაც იქიდან გამომდინარე, რომ ეს ვირუსი ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის და რეინფიცირების რისკია დაავადების გასვლიდან 6-7 თვეში.
✅რამდენ ხანს დაგვიცავს ვაქცინა❓
??ამ ეტაპზე ჯერ არ ვიცით რა ხანგრძლივობით იმოქმედებს ვაქცინა, მიმდინარე კვლევების მიხედვით ვაქცინის მიღებიდან მინიმუმ 4 თვის განმავლობაში იმუნურები ვართ ვირუსის მიმართ.
✅ვაქცინაცია იცავს თუ არა პირს დაავადების განვითარებისგან❓
??ვაქცინაცია გვიცავს დაავადების განვითარებისგან და ამის საფუძველია კოვიდ19-ის წინააღმდეგ გამომუშავებული ანტისხეულები და ლიმფოციტების (ციტოტოქსიური უჯრედების) პასუხი.
✅მესენჯერ რნმ (mRNA) ვაქცინა (Pfizer-BioNTech) ან ასტრაზენეკა , უარყოფით გავლენას იქონიებს თუ არა ვაქცინირებული პირის დნმ-ზე (DNA)❓
?ზემოაღნიშნულმა ვაქცინებმა უსაფრთხოებაზე შემოწმება გაიარეს და არ იწვევს გენეტიკურ ცვლილებას მასპინძელში.
✅როგორ მუშაობს mRNA ვაქცინა (ფაიზერი/მოდერნა)❓
?ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუს, მაგრამ ატარებს ვირუსის უჯრედში შეღწევისთვის მნიშვნელოვანი რეცეფტორის სპაიქ ცილის (შპიკე პროტეინ) გენეტიკურ ინფორმაციას, რომლის რეალიზებაც ცილის სახით უჯრედებში მიმდინარეობს. როცა “ვაქცინირებული” უჯრედი იღუპება მისი ნაწილების და მათ შორის სპაიქ ცილაც ანტიგენ წარმდგენი იმუნური უჯრედების მიერ აითვისება და ეფექტური იმუნური პასუხის განვითარებას იწვევს რასაც ანტისხეულების წარმოქმნა მოყვება.
✅როგორ მუშაობს ასტრაზენეკას ვაქცინა❓
??ასტრაზენეკას ვაქცინა ვირუსის სფაიქ ცილის წარმოსაქმნელად ვექტორულ პლათფორმას იყენებს, რომელიც ასევე მის გენეტიკურ ინფორმაციას ატარებს, მაგრამ ფაიზერის და მოდერნასაგან განსხვავებით ის დნმ-ის ფორმის სახით ინახება, რომელიც რნმ-ზე უფრო სტაბილურია. დნმ ხვდება უჯრედის ბირთვში სადაც ხდება მისი ასლის კოპირება და რნმ-ზე ინფოს ატვირთვა რასაც შემდეგ სპაიქ ცილის სინთეზი მოყვება. შემდგომი ეტაპები ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინების მექანიზმების ანალოგიურია.
✅და ბოლოს, აუცილებელია თუ არა ნიღბის ტარება ვაქცინაციის მეორე დოზის მიღების შემდეგ❓
? მიუხედავად იმის, რომ ვაქცინაცია დაავადების სიმპტომების განვითარებისგან დაგვიცავს ნიღბის ხმარება ჯერ კიდევ დაგვჭირდება, სანამ მოსახლეობის უმეტესობა არ აიცრება იმისთვის, რომ განსაკუთრებით მაღალი რისკის პირები დავიცვათ, შემდეგი რიგირი ფაქტორების გამო”-აღნიშნულია ინფრმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g