LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უპირატესობა ექნება ახალ MacBook Pro-ს?

49

MacBook Pro-ს ლეპტოპების მომდევნო თაობა წინა მოდელებისგან განსხვავებული იქნება. ცნობილი ხდება, რომ ახალი მოწყობილობები 13 და 15 დიუიმიანი ეკრანებით, უფრო მსუბუქი და თხელი გახდება. დამატებით კი მათ თითის ანაბეჭდი და მეორე სენსორული OLED-დისპლეი ექნება, რომელიც F1-F12 ღილაკებს შორის განთავსდება.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული გაჯეტები 2016 წლის მეოთხე კვარტალში გამოვა.

უკანასკნელად Apple-ის ლეპტოპების ხაზი 19 აპრილს განახლდა. მაშინ MacBook-ის უპირატესობა გაუმჯობესებული პროცესორი, გაზრდილი მეხსიერება და განსხვავებული ფერი – „მოვარდისფრო ოქრო“ გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები