LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უპირატესობები აქვს დერმადროფის აპარატს – სილამაზის აკადემია

58
ნინო-გოგიბერიძე

რა უპირატესობები აქვს დერმადროფის აპარატს – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ კარაპს მედლაინის დერმატოლოგმა, კოსმეტოლოგმა ნინო გოგიბერიძემ ისაუბრა.

რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ კანის მოვლა?

ყველა ადამიანი ვინც სახის კანზე ზრუნავს ერთ-ერთ აუცილებელ პროცედურად მიიჩნევს კანის დატენიანებას და გაჯანსაღებას ჰიალურონის მჟავით, ვიტამინებითა და ამინომჟავებით. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რომ დაბერების პროცესი 25 წლიდან იწყება და ვითარდება ყოველდღიურად, ამიტომ მსოფლიოს წამყვანი ექიმი-დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ დავიწყოთ ჩვენს კანზე ზრუნვა ადრეული ასაკიდან, რაც მნიშვნელოვნად აისახება ჩვენს კანზე უკვე შემდგომ წლებში, გამოხატული ნაოჭებითა და კანის მდგომარეობით.

 რა ალტერნატივა არსებობს, მათთვის ვისაც აქვთ ინექციური პროცედურების შიში?

პაციენტების უმეტესობას, ძირითადად ახალგაზრდებს აქვთ ინექციური პროცედურების შიში ე.წ. needle phobia, გარკვეული დისკომფორტი ან პირადი შეხედულებით უარს ამბობენ ინექციებზე და კანის მოვლისთვის ირჩევენ სხვა თანამედროვე პროცედურებს. დერმადროფი კი მსოფლიოში აღიარებული ერთადერთი უნიკალური ტექნოლოგიაა, რომელიც მოქმედებს კანის ღრმა ფენებზე ყოველგვარი ინექციის გარეშე.

გერმანული ტექნოლოგიით დამზადებული, ინოვაციური, ტრანსდერმალური აპარატი დადასტურებულია საერთაშორისო კლინიკური კვლევებით, აღიარებულია სამეცნიერო და ექსპერტულ დონეზე და დაჯილდოებულია ორი ნაციონალური სტიპენდიითა (Commission for Technology and Innovation-სგან) და ევროკავშირის სუბსიდია-ინოვაციური პროექტების მხარდაჭერის პროგრამით EU Horizon 2020-ით.

მისი უნიკალური ფუნქციონალი ჟანგბადის მაღალი წნევის ზემოქმედებით, უზრუნველყოფს შვეიცარიული წარმოების შრატების შეყვანას კანის ღრმა ფენებში. შრატების ფართო სპექტრის გამო, პროცედურის ჩატარება შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და პრობლემის მქონე პაციენტებს, მათ შორის ვისაც აწუხებს: კანის არათანაბარი ფერი და სტრუქტურა, ნაოჭები, აკნე და აკნეს შემდგომი ნაწიბურები, ჰიპერპიგმენტაცია, კანის დეჰიდრატაცია, როზაცეა.

დერმადროფის ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს LP3 კომპლექსი, რომელიც ჟანგბადთან შერევით ქმნის მიკროერთეულებს. ისინი მაღალი სიჩქარით და წნევის ძალით აღწევენ კანის ისეთ ღრმა ფენებში, როგორც ინექციური პროცედურების დროს, სტანდარტულად 3.5მმ-ზე. რაც 65%-ით აეფექტურებს აქტიური ნივთიერებების შეყვანას კანის ღრმა ფენებში. კურსის ჩატარების შედეგად კანი განიცდის რეგენერაციას, რაც აისახება მომენტალურად და შედეგიც საკმაოდ გრძელვადიანია. პროცედურის საშუალო ხანგრძლივობაა 30 წუთი.

დერმადროფის აპარატის უპირატესობები:

  • უინექციო და უმტკივნეულო
  • საერთაშორისო კლინიკური კვლევებით დადასტურებული
  • მომენტალური ეფექტი
  • ხანგრძლივი შედეგი
  • სრულიად უსაფრთხო
  • ყველა ტიპის კანისა და ასაკის პაციენტებისთვის

ჰიალურონი მჟავის, ვიტამინებისა და აქტიური ინგრედიენტების ერთობლიობა უზრუნველყოფს:

  • კანის ღრმა დატენიანებას
  • მომენტალურ ლიფტინგს
  • ერთგვაროვან კანის ფერსა და სტურქტურას
  • კანის ჯანსაღ ბზინვარებას
  • აკნეს მკურნალობასა და მოვლას
  • ნაოჭების შემცირებას
  • პიგმენტაციის გაუფერულებას
  • კანის ლიმფოდრენაჟს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები