LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ვერდიქტიც არ უნდა იყოს გამოტანილი, ეს რეალობას ვერ შეცვლის – საპატრიარქოში მამა ანდრია სარიას საკითხს დღეს განიხილავენ

80
საპატრიარქო და მამა ანდრია

დღეს, 15 საათზე საპატრიარქოში მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედი ეპარქიის სხდომა დაინიშნა, სადაც ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენებსა და მღვდელმონაზონ ანდრია (სარიას) ბოლო დროინდელი საჯარო განცხადებებს განიხილავენ.

მამა ანდრია (სარიას) განცხადებით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს დღევანდელ შეხვედრაზე საპატრიარქომ, ეს რეალობას ვერ და არ შეცვლის.

მამა ანდრიას თქმით, ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენები არა მასზე, არამედ იმ ხალხზეა დამოკიდებული, რომლებიც არაკანონიერად განმწესებული მიტროპოლიტი სტეფანეს გაწვევას ითხოვს.

რა თქმა უნდა, მაქვს უფლება და ვარაუდის საფუძველიც, სხდომა ჭყონდიდში მიმდინარე მოვლენებსა და ამ თემის გადაფარვის მცდელობას დავუკავშირო, ვინაიდან განცხადებები, რასაც ვაკეთებ, რა თქმა უნდა გაგრძელდება. რა ვერდიქტიც იქნება გამოტანილი, ეს ამ რეალობას ვერ და არ შეცვლის.

ეს შეუჩერებელი პროცესია იმ ხალხის სამართლიან მოთხოვნაზე, რომლებიც არაკანონიერად განმწესებული მიტროპოლიტ სტეფანეს გაწვევას ითხოვენ და ასევე იმ საკითხებზე მსჯელობას, რაზეც უკვე თითქმის 2 წელიწადია საუბრობენ და ითხოვენ არა რამე რევოლუციას, არამედ საეკლესიო კანონმდებლობით სასამართლოს გამართვას”. – განაცხადა მამა ანდრიამ (სარია).

“ფორტუნა” დამატებითი დეტალების დაზუსტებას საპატრიარქოში ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავზებთ.

თვითონ შემოიტანა განხეთქილება ეკლესიაში, თვითონ აურია ყველაფერი – ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება

 

magti 5g