LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა ვიცი, მეგობრებო, ვისაც გსიამოვნებთ აკრიტიკეთ მელია, რომელსაც არასდროს არ დაუხევია უკან არც ერთი წინააღმდეგობის წინაშე… პარალელურად ან პირდაპირ ან ირიბად აქეთ, ჯაფარასთვის გირჩის ამხევი, პედოფილიის არჩევანის თავისუფლებად გამომცხადებელი გირჩი 36“ – გვარამია მელია/გირჩის დებატებზე

475
ნიკა მელია, იაგო ხვიჩია, ნიკა გვარამია

„რა ვიცი, მეგობრებო, ვისაც გსიამოვნებთ, აკრიტიკეთ მელია, რომელიც რეჟიმმა ორჯერ გაუშვა პარლამენტიდან იმ მიზეზით, რომ დაეჭირა, რომელსაც არასდროს არ დაუხევია უკან არც ერთი წინააღმდეგობის წინაშე“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებრივ მაუწყებელზე გუშინ გამართულ მწვავე დისკუსიას ეხმაურება.

საუბარია პირველი „არხის ეთერში“ გუშინ გამართულ დისკუსიაზე, სადაც დებატებში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია და გირჩის წევრები – იაგო ხვიჩია, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ვახო მეგრელიშვილი და ჰერმან საბო მონაწილეობდნენ და რომელიც მწვავე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

გვარამია საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, რომლებმაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია გააკრიტიკეს:

„რა ვიცი, მეგობრებო, ვისაც გსიამოვნებთ, აკრიტიკეთ მელია, რომელიც რეჟიმმა ორჯერ გაუშვა პარლამენტიდან იმ მიზეზით, რომ დაეჭირა, რომელსაც არასდროს არ დაუხევია უკან არც ერთი წინააღმდეგობის წინაშე, არასდროს არ დამდგარა უკანა რიგებში, დარბევა რომ დაიწყებოდა, ეგრევე რომ ათესილიყო, რომელიც ათენ-აღამებს აქციებზე, თავისი მოქალაქეობრივი ვალის მოსახდელად და არა ვინმესთვის რამის დასამტკიცებლად და ტვ კამერებში შესაჩხერად.

ნინო წილოსანი: „ნიკა მელიასა და „გირჩების“ დაბალი ხარისხის ეთერმა, რომელიც, ალბათ არ გაგიკვირდებათ და მელიამ გახადა უხარისხო, კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რა ფარული სიგიჟე ტრიალებს ოპოზიციაში“

„თვითმმართველობის არჩევნებზე, იმედი მაქვს, გაითვალისწინებს ამ ყველაფერს მათი ამომრჩეველი, თუმცა შესაძლოა პირიქით უფრო მეტი რადიკალი „დაპორტირდეს” მიშას ნაცებიდან, იმისთვის რომ მეტი დესტრუქცია შემოიტანონ ქართულ პოლიტიკაში“ – წერს ნინო წილოსანი.

პარალელურად ან პირდაპირ ან ირიბად აქეთ ყველა გადამწყვეტ მომენტში ივანიშვილის მხარეს მყოფი, პირდაპირ მის ფულზე მჯდარი, საარჩევნო კომისიებში ადგილების ღიად გამყიდველი (და ამით პოლიტიკური კორუფციის და არჩევნების ფარსად გადამქცევი), ჯაფარასთვის გირჩის ამხევი, პედოფილიის არჩევანის თავისუფლებად გამომცხადებელი და მისი დეკრიმინალიზაციის მომხრე, სახელმწიფოს მიერ პარტიების დაფინანსების მაკრიტიკებელი და თვითონ ამ ფინანსების ამღები გირჩი 36.
ითვალეთ, რა ანგარიშით დამთავრდა „დებატები“, თქვენი ნებაა. უბრალოდ, საჭიროება რომ მოითხოვს, მელია ისევ ყველგან წინა ხაზზე იდგება და ისევ მისი იმედი გქონდეთ“, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

რა ვიცი, მეგობრებო, ვისაც გსიამოვნებთ, აკრიტიკეთ მელია, რომელიც რეჟიმმა ორჯერ გაუშვა პარლამენტიდან იმ მიზეზით, რომ…

Posted by Nika Gvaramia on სამშაბათი, 28 იანვარი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g