აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, 20 წლის გიორგი წიქარიშვილის საფლავზე, პატარებმა ემოციური წერილი დატოვეს. ფოტოებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოდან ზაირა მიქათაძე ავრცელებს.
“მე მეამაყება, რომ შენს ქუჩაზე ვცხოვრობ. შენ იყავი სამშობლოს გმირი და პატრიოტი”, – წერია საფლავის ქვაზე მიკრულ წერილში.
ზაირა მიქათაძე წერს, რომ ბავშვებში ასეთი აზროვნება სამშობლოს შეწირული ბიჭების სახელებს უკვდავყოფს.
“მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ასულს, ეს წერილი დამხვდა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული 20 წლის ჯარისკაცის, გიორგი წიქარიშვილის საფლავზე. ამ პატარებმა რომ ასე იაზროვნონ, სწორედ ამიტომ არ უნდა დავიშუროთ ძალ-ღონე, ენთუზიაზმი, უნარი, ყოველგვარი შესაძლებლობა და სამშობლოს შეწირული ბიჭების სახელები სამარადჟამოდ უკვდავყოთ…” – წერს ის.