LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ზომები შეიძლება მიიღოს ევროპამ საქართველოსადმი: ჩინეთი რუსეთის წინააღმდეგ არ წავა, სომხეთი მიდის

956
441513072_988852202608473_1506200175223091001_n

ევროპის დღეები მიმდინარეობს და ევროპის ყურადღების ცენტრში საქართველოცაა, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო: არ არის გამორიცხული ევროპას მოუწიოს გარკვეული რეაგირების მოხდენა თუ საქართველომ ე.წ. „გამჭირვალობის კანონი“ მიიღო. ელჩების დონეზე პროცესი დაძრულია.

პარალელურად ევროპაში მნიშვნელოვანი და ყურადღსაღები ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის ლიდერი, რომელმაც საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბარში კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ის არ წავა რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ. სამაგიეროდ რუსეთის წინააღმდეგ თანდათან მიდის სომხეთი.

ამას ემატება ახლო აღმოსავლეთში გართულებული ვითარება და სწორედ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ გადაცემის წამყვანი და პოლიტიკური მიმომხილველი ბუკა პეტრიაშვილი.

„ჩვენს ფოკუსში ბუნებრივია ევროპის კავშირში მიმდინარე პროცესებია.
შეიკრიბა 27 ქვეყნის ელჩი. პერიოდულად იმართება ხოლმე ელჩების შეხვედრა. ისინი განიხილავენ და ამზადებენ კონკრეტულ საკითხებსა და თემებს საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის, ისინი კი უკვე სამიტისთვის და ქვეყნის ლიდერებისთვის. თუმცა, როდესაც იწყება ელჩების დონეზე საკითხის განხილვა, ეს სერიოზული დაძვრაა.
სხვადასხვა თემებთან ერთად, იყო მსჯელობა საქართველოს შესახებაც. სამწუხაროდ, არა სამომავლო პოზიტიურ კონტექსტში, არამედ იმ პრობლემის ჭრილში, რომელიც ახლა არსებობს ჩვენს წინაშე.
რა ზომები შეიძლება მიიღოს ევროპულმა კავშირმა? საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ 27 ქვეყნის ლიდერებს მოუწევთ რეაგირების მოხდენა და კონკრეტული მექანიზმების ამოქმედება. უკვე დაფიქსირდა ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვის თემაა. კარგია, რომ ჯერ განიხილება და არ მივსულვართ იმ წერტილამდე, რომ გარკვეული ვადით შეჩერდეს, მაგრამ უკვე პრობლემაა, რომ ელჩების დონეზე განიხილებოდა.
მოგეხსენებათ, იყო ევროპარლამენტარების არაერთი მიმართვა. 30 ევროპარლამენტარმა კვლავ მიმართა აღმასრულებელ შტოს – შარლ მიშელს, ჯოზეფ ბორელს – და მოუწოდა რეაგირებისკენ.
ეს კი ყურადსაღები და მნიშვნელოვანი ფაქტია.

გრძელდება ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის ვიზიტი ევროპაში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, რომელსაც ასევე დაესწრო ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
საუბარი იყო თანასწორი, კონკურენტული საბაზრო ეკონომიკის შესაბამისობაზე. ძალიან დაძაბულია ვითარება, კონკრეტულად ელექტრომანქანების, ძრავების დამზადების მხრივ. ჩინეთის ხელისუფლება ჩინურ საწარმოებს სუბსიდირებას უწევს, რაც მძიმე მდგომარეობაში აყენებს ფრანგულ, გერმანულ და სხვა ქვეყნების კომპანიებს.

მაკრონმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ევროპას არ სურს ქონდეს დაძაბული ვითარება, ცივი ომის პირობები ჩინეთთან. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო რუსეთის ომს და მაკრონმა, საფრანგეთის და ზოგადად უმრავლესობის, პოზიცია დააფიქსირა, რომ ჩინეთმა არ უნდა შეუწყოს ხელი რუსეთს ამ ომის წარმოებაში. მუდმივად ფიქსირდება ჩინეთის მისამართით, რომ არ მოხდეს ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდება.
სამწუხაროდ, რაც ინფორმაციები ვრცელდება და შეფასებები კეთდება, განსაკუთრებული პროგრესი არ ყოფილა მიღწეული. უკრაინასთან მიმართებით ჩინეთი დარჩა ურყევად საკუთარ პოზიციაზე. ის, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებებს, მაგრამ ჩინეთის ლიდერი აფიქსირებს, რომ რუსეთთან არის სამოკავშირეო ურთიერთობაში და არ იმოქმედებს რუსეთის ინტერესების საზიანოდ.

პუტინი გეგმავს თვის ბოლოს ჩინეთს ეწვიოს, მანამდე კი იყო მისი ინაუგურაცია, ხოლო ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილ აღლუმზე ისევ ისაუბრა დასავლეთთან დაპირისპირებაზე. დაადანაშაულა დასავლეთი ამ გლობალური კონფლიქტის გაღვივების ძალისხმევაში და ისევ გვესმოდა, თუ შეიძლება ითქვას, მუქარები. ახსენა ბირთვული იარაღიც და ისიც, რომ შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაშია, რასაც პუტინი პერმანენტულად უსვამს ხაზს.

საინტერესოა, რომ პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრო სომხეთის პრეზიდენტი ფაშინიანი. ვრცელდება ცნობები, რომ სომხეთი აჩერებს ფინანსურ მონაწილეობას კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში, წყვეტს საწევროს გადახდას. აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ ერთი ქვეყანაა სომხეთი, რომელიც სერიოზულ ძალისხმევას ახმარს ევროპის მიმარულებით ქვეყნის სვლას. ამას ცხადია ქვეყნის შიგნით და რუსეთის მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობა აქვს.
ნამდვილი გეოპოლიტიკური ბატალიებია და არც ევროპის კავშირმა უნდა დათმოს პოზიციები როგორც სომხეთის, ისე საქართველოს მიმართულებით. საჭიროა მათი პრინციპული პოზიციონირება და თანადგომა“.

ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქგვერდი
news.sky.com

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g