LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც ახლა ქვეყანაში ხდება, ჯერ ჩვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა და მერე საერთო.. ნუ დაელოდებით სხვების ძახილს, მიჰყევით საკუთარი სინდისის ხმას და საჭირო ადგილას მიგიყვანთ, პირადად მე მელიქიშვილის გამზირისკენ მეძახის“ – დათო გორგილაძე

137
2024-06-11_15-08-36_266393

მწერალი და ჟურნალისტი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივიზმზე წერს და საზოგადოებას შემდეგი ტექსტით მიმართავს:

„ზოგი ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილ გეგმას ელის, ზოგი მოწოდებას. ამას ვერ ისმენენ, ბრაზდებიან და რჩებიან სახლში;

ვიღაც უხასიათოდაა, ვიღაცამ ცუდი სიზმარი ნახა და ფიქრობს, რომ არაფერი დაშავდება გაუსვლელობით;

ერთს დღეს სამეცადინო აქვს, მეორეს კოლოკვიუმი მოადგა კარს და გადაწყვიტა, რომ უკვე ნამეცადინები ხალხიც ეყოფა აქციას;

ჩემი აზრით კი, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, ჯერ ჩვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა და მერე საერთო. ვიგრძნობთ საკუთარი თავის მიმართ პასუხისმგებლობას? – შანსი გვექნება. სათანადოდ ვერ გავიაზრებთ? – ყველაფერს ჩვენ მაგივრად გადაწყვეტენ – რა ვთქვათ, რაზე გავჩუმდეთ, რა გაგვიხარდეს და რაზე ვიტიროთ.

ნუ დაელოდებით სხვების ძახილს, მიჰყევით საკუთარი სინდისის ხმას და ასე მგონია, რომ საჭირო ადგილას მიგიყვანთ.

პირადად მე მელიქიშვილის გამზირისკენ მეძახის“, – წერს დათო გორგილაძე ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g