15 ივნისი მამების საერთაშორისო დღეა. ეს დღე ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, დევიდ ბექჰემმა შვილებთან ერთად გადაღებული ფოტოებით აღნიშნა.
„ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული პოსტი განსაკუთრებით ემოციური იყო მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, რომელიც ბექჰემების ოჯახსა და უფროს შვილს, ბრუკლინს შორისაა. სხვათა შორის, ბრუკლინს მამისთვის ეს დღე ტრადიციული პოსტით არ მიულოცია.
„ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი როლი — ეს არის ვიყო მამა… უზომოდ ამაყი ვარ თითოეული თქვენგანით და როგორც მამიკო ყოველდღე გეუბნებათ – ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნები, რაც არ უნდა მოხდეს…
დედიკოს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმისთვის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა და მამად მაქცია – ცხოვრებაში არ არსებობს იმაზე დიდი საჩუქარი, ვიდრე მამობაა. ბედნიერ მამობის დღეს გისურვებთ… მიყვარხართ ჩემო პატარებო იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენთ“, – ასე დაასათაურა შვილებთან ერთად გადაღებული ფოტოები დევიდმა.
„გილოცავ მამის დღეს, ყველაზე საუკეთესო მამიკო! შენ ყოველთვის სიყვარულით ხელმძღვანელობ და ჩვენი ოთხი ლამაზი შვილი სწორედ ამის ანარეკლია. ყველას უზომოდ გვიყვარხარ!!“, – ულოცავს ვიქტორია მეუღლეს.
ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ, დევიდ ბექჰემს, დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ მესამის დაბადების დღის პატივსაცემად გამართულ მიღებაზე, რაინდის წოდება მიენიჭა.