LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც არ უნდა პლატფორმები შექმნან, გაერთიანდნენ, დაიშალონ, არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს“ – კახა კალაძე

133
კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციამ „რაც არ უნდა პლატფორმები შექმნან, გაერთიანდნენ, დაიშალონ, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა“.

მისივე თქმით, „რადიკალიზმი და რადიკალები ყოველთვის განწირულები იქნებიან მარცხისთვის“.

„გამოვაცხადებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გამარჯვებისთვის“ – რა სიახლეებს აანონსებს დღეს თინა ბოკუჩავა და როდის მოხდება „ოპოზიციურ ფრონტზე“ გაერთიანება

„რეალურად, ეს ერთი დაჯგუფებაა და მათ ერთი პატრონი ჰყავთ. შეიძლება დღეს სხვადასხვა სახელებით გამოდიან, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისევე როგორც მათ გაერთიანებას არ აქვს მნიშვნელობა. რადიკალიზმი და რადიკალები ყოველთვის განწირულები იქნებიან მარცხისთვის. 2012 წლიდან მოყოლებული ეს ადამიანები აჯანჯღარებენ ჩვენს ქვეყანას. ყველაფერს ცდილობენ იმისთვის, რომ ცუდი შემოიტანონ. საზოგადოების დაპირისპირება, გახლეჩა – ასეთი ქმედებები ყოველთვის განწირულია მარცხისთვის.

არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნებიან, როგორ იქნებიან ეს კონკრეტული ადამიანები. კი პარტიებს, რაღაც ახალ სახელებს ქმნიან, აქვთ მცდელობა საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს ახალი პოლიტიკური სახეები არიან, თუმცა დავიწყებული ძველი სახეები არიან. ვინ არიან ეს ადამიანები? – ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული რადიკალები არიან. „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი არ იყო, ზუსტად იმ ადამიანებით შედგებოდა, ვინც თავი საკუთარი ბინძური ქმედებებით დაგვამახსოვრა. გავიხსენოთ გვარამია, მელია, ბოკერია და ა.შ. ჩამონათვალი და სია დიდია. საზოგადოებამ კარგად იცის ყველაფერი. რაც არ უნდა პლატფორმები შექმნან, გაერთიანდნენ, დაიშალონ, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა.

ეს არის საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ეს კონკრეტული პარტიები ცალ -ცალკე გამოვლენ არჩევნებზე, გაერთიანდებიან და ერთიან პლატფორმაზე იქნებიან, როცა ხარ მავნებელი, რადიკალი ამას საზოგადოება ყოველთვის შესაბამისად უპასუხებს“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები