LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც დაანონსა ივანიშვილმა ორი დღის წინ, ყველას მოგიკაკუნებთ კარებზეო, მართლაც დაიწყო ასეთი რეპრესიები… ჩვენ არ გვეშინია ცრემლსადენის“ – ზაზა სარალიძე

150
ზაზა სარალიძე

„რაც მოხდა, ეს იყო მარაზმი… რაც დაანონსა ბიძინა ივანიშვილმა ორი დღის წინ, ყველას მოგიკაკუნებთ კარებზეო, მართლაც დაიწყო ასეთი რეპრესიები…“, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რითაც გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციასა და საპოლიციო ძალების მიერ პარლამენტის ეზოდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ტერიტორიიდან წყლის ჭავლის, ე.წ. წიწაკის სპრეის და ცრემლსადენი გაზის გამოყენებას გამოეხმაურა.

„ჩვენ არ გვეშინია ცრემლსადენის, ჩვენ გვეშინია იმ ცრემლების, რომელიც უნდა წამოგვივიდეს,როცა ჩვენი ახალგაზრდობა რუსეთის რეჟიმის ქვეშ გაიღვიძებს“, – თქვა ზაზა სარალიძემ.

„ჩვენ არ გვეშინია ცრემლსადენის“ — ზაზა სარალიძე

„ჩვენ არ გვეშინია ცრემლსადენის, ჩვენ გვეშინია იმ ცრემლების, რომელიც უნდა წამოგვივიდეს,როცა ჩვენი ახალგაზრდობა რუსეთის რეჟიმის ქვეშ გაიღვიძებს“ — ზაზა სარალიძე

Posted by Formula • ფორმულა on ოთხშაბათი, 01 მაისი, 2024

საპოლიციო ძალებმა პარლამენტის ეზოდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ტერიტორიიდან წყლის ჭავლის, ე.წ. წიწაკის სპრეის და ცრემლსადენი გაზის გამოყენება დაახლოებით დაახლოებით 22:11 საათიდან დაიწყეს.

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის გაცხადებით, დაკავებული ადამიანები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენეს. გადაუდებელი დახმარების ცენტრის ცნობით, აქციაზე დაშავებულ 8 ადამიანს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

სლაიდზე გამოყენებული ერთ-ერთი ფოტო: Leli Blagonravova

magti 5g