ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი იუსტიციის სახლის ხიდის რთულ მდგომარეობაზე წერს და შესაბამის ფოტოებსაც აქვეყნებს.
გარდა დაზიანებული ადგილების და ჭუჭყისა, ის ამბობს, რომ განათება მწყობრიდან არის გამოსული.
“იუსტიციის სახლის ხიდი მძიმე მდგომარეობაშია.
დაზიანებული და ჭუჭყიანია.
ჯერ ღამით შევნიშნე, რომ განათება მწყობრიდან არის გამოსული და დილით რაც იქ ვნახე, უბრალოდ, შეურაცხმყოფელია.
ამ ხიდით ყოველდღე ნახევარი საქართველო და უცხოელები სარგებლობენ და რას ვეუბნებით, კი ხვდებით.
იუსტიციის სახლის მესვეურები, ალბათ, მანქანით სარგებლობენ და ხიდის მდგომარეობა ამიტომ არ იციან”, – წერს გოგა ჩანადირი.