LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც მთავრობაში ვარ, მსგავსი ჭორები მესმის – ბახტაძე პრემიერად გახარიას დანიშვნაზე (ვიდეო)

160
gaxariabaxtaze

“რაც მე მთავრობაში ვარ, იმის შემდეგ მესმის მსგავსი ჭორები და სერიოზულ კომენტარს ასეთ საკითხებზე ვერ გავაკეთებ,”- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან შესაძლო სამთავრობო ცვლილებებსა და პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას დანიშვნის ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბახტაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მსგავსი ცვლილებები არ იგეგმება.

“მე არაერთხელ განვაცხადე, თუ რითი ვხელმძღვანელობთ ჩვენ, როდესაც მთავრობის ესა თუ ის წევრი იცვლება. ჩვენ ვართ ერთი პოლიტიკური გუნდი, წარდგენილი გვაქვს ერთიანი სამთავრობო გეგმა, რომელსაც სჭირდება შესრულება და კონკრეტული შედეგების მიტანა ჩვენს მოქალაქეებამდე. ამოცანები არის საკმაოდ რთული. ეს მოითხოვს ძალიან მაღალი ხარისხის მენეჯმენტს, გუნდურ სულისკვეთებას და ჩვენ ეს გვაქვს. აქედან გამომდინარე, თუ მსგავსი სამთავრობო ცვლილება დაიგეგმება, თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამის შესახებ შეიტყობთ. ამ ეტაპზე მე გიდასტურებთ, რომ აქ მსგავსი არაფერი იგეგმება,”- განაცხადა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g