LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და ველური ვენდეტა, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან: „ლელო“

69
ლელო

„რაც მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ხდება არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და ველური ვენდეტა, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან“, – ამის შესახებ განცხადებას პარტია „ლელო“ ავრცელებს.

ისინი მოითხოვენ , რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს, როგორც ეს ხდება ასეულობით სხვა პატიმრის შემთხვევაში.

პარტიის შეფასებით, თუ ხელისუფლება სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის ნაბიჯს არ გადადგამს, ეს მოშიმშილე პატიმრის გამიზნული მოკვდინების მცდელობა იქნება, რაზეც შესაბამის თანამდებობის პირებთან ერთად პასუხისმგებლობა პირადად ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება.

,,მიუხედავად ექიმთა კონსილიუმის კატეგოიული მოთხოვნის და რეკომენდაციებისა, მიუხედავად ქართული საზოგადოების ცნობილი წევრებისა და ათასობით ჩვენი თანამოქალაქის მიმართვისა, მიუხედავად სახალხო დამცველის და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელთა ღიად გაცხადებული პოზიციისა, ხელისუფლება არ იღებს მიხეილ სააკაშვილის სათანადოდ აღჭურვილ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილებას. მოშიმშილე პატიმრის მდგომარეობა დღითიღე მძიმდება და შესაძლოა ფატალური შედეგიც დადგეს.

რაც ახლა მე-3 პრეზიდენტთან დაკავშირებით ხდება ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და ველური ვენდეტა, რასაც არანაირი კავშირი არა აქვს მართლმსაჯულებასთან და სამართალთან. კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას და მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, როგორც ეს ხდება ასეულობით სხვა პატიმრის შემთხვევაში.

თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს, ეს შეფასდება მოშიმშილე პატიმრის გამიზნული მოკვდინების მცდელობად, რაზეც შესაბამის თანამდებობის პირებთან ერთად პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს ქვეყანას კი სამუდამო დაღად დააჩნდება ისტორიის მოკლე მონაკვეთში უკვე მეორე პრეზიდენტის ტრაგიკული დაღუპვა და ამაზე პოლიტიკური კლასის და საზოგადოების ჩუმი თანხმობა“, – ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები