LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც შეიძლება მეტ ქართველ ემიგრანტს მივაწვდინო ხმა ლოს-ანჯელესში და ავიხდინო ჩემი ოცნება, რომ კარლოს კონცერტები ვაქციო ქართველი ემიგრანტების ერთ-ერთ უსაყვარლეს თავშეყრის ადგილად“ – რა კადრებს გვიზიარებს მარიამ შარმანაშვილი

617
მარიამ შარმანაშვილი

მარიამ შარმანაშვილი თავის რჩეულის, კარლო პონტის კადრებს უზიარებს საზოგადოებას კონცერტიდან, რომელიც მის კოლეგას და მეგობარს, რობერტო კანს მიეძღვნა.

მარიამი წერს, რომ მუსიკოსი ერთი თვის წინ გარდაიცვალა, ამიტომ მისი რჩეულისთვის ეს გამოსვლა, საკმაოდ ემოციური იყო.

მარიამ შარმანაშვილი წერს, რომ აღნიშნულ კონცერტს ქართველებიც ესწრებოდნენ:

„რაც ძალიან მახარებს და მეამაყება, ამ კონცერტს ესწრებოდნენ ქართველებიც, უთბილესი ქალბატონი ნათია და ძალიან საინტერესო ადამიანი, ნიკოლოზი.

სამომავლოდ ეს ორი შესანიშნავი ადამიანი დამეხმარება, რომ რაც შეიძლება მეტ ქართველ ემიგრანტს მივაწვდინო ხმა ლოს ანჯელესში და ავიხდინო ჩემი ოცნება, რომ კარლოს კონცერტები ვაქციო ქართველი ემიგრანტების ერთ-ერთ უსაყვარლეს თავშეყრის ადგილად,

რათა ჩემი პატარა წვლილი შევიტანო მათი ცხოვრების გალამაზებაში“, – წერს მარიამი და ქართველებთან ერტად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g