27 ოქტომბერს, ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ლაშას ემოციური პოსტით ემშვიდობება.
მომღერალი ნათია დუმბაძე, ლაშა ბასლანძის მეუღლესთან, სალომე ბაკურაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს და სამძიმარს უცხადებს.
„გული ძაან მატკინე ლაშ…💔😔 ძალიან მატკინე… 
რაც შენ მამშვიდე, მაწყნარე, მეხუტე და გვერდში მედექი ყველგან, ყოველ წუთს და ყოველ წამს მთელი ეს წლები… ახლა ჩემი ჯერია ჩემო სალო 💔😔❤️ ჩემო ძვირფასო 💔😔🥺 “, – წერს ნათია დუმბაძე. 

															