LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც უფრო მეტად აიწევა ხოლმე თემა მედიაში, მით უფრო რთულდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფის გათავისუფლება“ – მამუკა მდინარაძე ირაკლი ბებუაზე 

170
ბებუა მდინარაძე მზაქ

„რაც უფრო აიწევა ხოლმე თემა მედიაში და მეტად მიდის ამ თემის გამოყენება, მით უფრო რთულდება ხოლმე ამ ადამიანის გათავისუფლება…ეს არის მარტივი ჭეშმარიტება და ყველას ვთხოვ, ეს ამბავი გაითვალისწინონ,“– ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს და გამოეხმაურა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას საკითხს.

როგორც ბებუას ოჯახის ახლობლები ირწმუნებიან,  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა“ – „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ხელისუფლებას მიმართავს

„ამაზე [ირაკლი ბებუაზე] ვრცლად ისაუბრა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, როდესაც პარლამენტში იყო.

როდესაც ცუდი მდგომარეობაა ამის დრამატიზება ხანდახან არათუ ხელს უწყობს ეს ადამიანები დახსნილი იქნან პატიმრობიდან, არამედ ამძაფრებს სიტუაციას.

გთხოვთ, რომ ობიექტურად გაშუქდეს ინფორმაცია და არ იყოს რომელიღაც ოპოზიციური პარტიის და პარტიული მედიის მიერ გამოყენებული ნეგატიური პიარისთვის.

მხოლოდ ამ მიზანს არ უნდა ემსახურებოდეს. ამის მიზანი რომ იყოს მისი [ბებუას] გათავისუფლება, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ რაც უფრო ცუდი ამბის დრამატიზება ხდება და სხვა მიმართულებით წაყვანა, ეს მერე ხელს უშლის უსაფრთხოების სამსახურს, პარტნიორსაც, მეგობარსაც ამ საკითხის პოზიტიურად გადაწყვეტაში,“- განაცხადა მდინარაძემ.

ირაკლი ბებუა დე ფაქტო სასამართლომ „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანებისა“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის“ მუხლებით 2020 გაასამართლა.

 

magti 5g