LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე რაც ვნახე იქ ძალადობა არ იყო, მე ვუყურებდი „იმედს“ – ქუცნაშვილი

2816
ქუცნა 2

“ქართული ოცნების” წევრი ზაქარია ქუცნაშვილი გუშინდელ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რაც 20 ივნისის ღამეს პარლამენტთან მოხდა, მხოლოდ ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, ვინაიდან ძალადობრივი მოწოდებები სწორედ მათ გააკეთეს.

დეპუტატი ამბობს, რომ მას არც სპეცრაზმელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობა უნახავს, ვინაიდან ტელეკომპანია იმედს უყურებდა.

“ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის პასუხისმგებლობა, ვინც გააკეთა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები, ვინც გამოიწვია აგრესია პოლიციაზე. მე არ ავიღებ პასუხისმგებლობას ოპოზიციის ქმედებებზე. საკმარისზე მეტ პასუხისმგებლობას ვიღებ მე. ოპოზიციის საქციელზე მე პასუხისმგებლობას როგორ ავიღებ. ოპოზიციამ გააკეთა უკანონო მოწოდებები, მათ გააკეთეს პარლამენტში შეჭრის შესახებ განცხადებები და ამაზეც ზაქარიამ აიღოს პასუხისმგებლობა? 

მე რაც ვნახე, ყველა კადრი არ მინახავს, მე რაც ვნახე, იქ ძალადობა არ იყო. მე ვუყურებდი ტელეკომპანია იმედს, შესაბამისად, პირიქით, პოლიცია სამი საათის განმავლობაში იყო ფიზიკური ძალადობის ქვეშ. ეს ნახა მთელმა მსოფლიომ, როგორ იქცეოდნენ უპასუხისმგებლო ოპოზიციონერების წაქეზებით”, – თქვა დეპუტატმა.

ბატონ ზაქარიას გუშინდელი აქციის ამსახველ რამდენიმე ფოტოს ვთავაზობთ:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g