LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო – დღეისთვის გახსნილია 6 მიმღები პუნქტი

52

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველის დაწყებასთან დაკავშირებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დღეისთვის გახსნილია 6 მიმღები პუნქტი. 12 კომპანია უკვე რაჭაშია და მზად არის გადაამუშაოს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის ყურძნის მოსავალი. აღსანიშნავია, რომ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები.

წინასწარი მონაცემებით, წელს რაჭაში 700-800 ტონამდე მუჯურეთულის და ალექსანდროულის მოსავალი გადამუშავდება.

”დაცული ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, „ხვანჭკარის“ ჯიშებზე ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე 1კგ-ზე სუბსიდია გაიცემა 2 ლარი; ამასთან ერთად, რთველი გრძელდება კახეთის რეგიონში. 9 ოქტომბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 111,5 ათასამდე ტონა ყურძენი. მევენახეების შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 130 მლნ ლარს მიაღწია”, – განმარტავენ სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g