LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭაში დანიის არქიტექტურისა და დიზაინის სამეფო აკადემია ფილიალს ხსნის

309
243182379-4355165671239459-5046243535488104908-n

დანიის არქიტექტურისა და დიზაინის სამეფო აკადემიის გადაწყვეტილებით, ონში ფილიალის გახსნა იგეგმება. ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„სასიამოვნო და მნიშვნელოვანი სიახლე! მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ დანიის არქიტექტურისა და დიზაინის სამეფო აკადემიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ონის ფილიალის გახსნის შესახებ. ჩვენი ქალაქისათვის და ქვეყნისათვის მიღებულ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინტენსიური მოლაპარაკებები როგორც ხსენებულ აკადემიასთან, ისე შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დანიის სამეფოში საქართველოს საპატიო კონსულმა და რაჭის დიდმა მეგობარმა, ქალბატონმა მარიანა ბოლსმა.

განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ სამეფო აკადემიის ონის ფილიალის გახსნისთვის დანიის მთავრობის მიერ, საწყის ეტაპზე, გამოყოფილ იქნება 1 მლნ დანიური კრონა.

პროექტის დაფინანსებას განახორციელებს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული „ახალი დემოკრატიის ფონდი“ (The New Democracy Fund) „ახალი თანამშრომლობის ფონდის“ (The New Cooperation Fund) ჩართულობით“, – აცხადებენ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათივე ცნობით, სამეფო აკადემიის შესაბამისი დელეგაცია ქალაქ ონს სამუშაო ვიზიტით ოქტომბრის ბოლოს ეწვევა, რა დროსაც განისაზღვრება სამეფო აკადემიის ონის ფილიალის დაფუძნებისათვის საჭირო ღონისძიებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g