LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭაში კიდევ ერთი სასტუმრო აშენდება

350

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ პროექტის ფარგლებში ამბროლაურში, ყოფილი სანატორიუმის შენობა,პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 164 000 ლარად გაყიდა.

აუქციონის პირობების მიხედვით,ინვესტორიყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე, რომელიც ბრატისლავა-რაჭის ქუჩაზე  მდებარობს, 30 ნომრიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებს. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, უძრავ ქონებაზე დაახლოებით 338 000 ლარის  ინვესტიცია განხორციელდება და 10 ადამიანიდასაქმდება.

ეს რაჭაში პრივატიზებული რიგით მეორე ქონებაა „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ პროექტის ფარგლებში. პირველი ქონება -1691 კვ.მმიწის ნაკვეთი 2016 წელს ელექტრონული აუქციონის ფორმით სოფელ უწერაში  გასხვისდა, სადაც 12 ნომრიანი სასტუმროსასაშენებლად 450 000 ლარის ინვესტიციაგანხორციელდება.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო.მის ფარგლებში უკვე გაყიდულ ობიექტებს შორისაა ქ. თბილისში გორგასლის შესახვევში, N5-ში მდებარე ყოფილი სამთავრობო ავტოსადგომის ტერიტორია, სადაც 120 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი განთავსდება; ასევე აღმაშენებლის ქუჩაზე ყოფილი ფოსტის შენობა, რომელიც 10 554 000 ლარად გაიყიდა, სადაც სასტუმროს ასაშენებლად დაინფრასტრუქტურის მოსაწყობად 15 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ინვესტორებს  შესაძლებლობას აძლევსსაქართველოს ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსი და გზებზე გასაჩერებელი/მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა. პროექტის ფარგლებში შემოთავაზებული ქონების ჩამონათვალი განთავსებულია სააგენტოს ვებ–გვერდზე:www.nasp.gov.ge