LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭის ეგზოტიკის მსგავსი – ყველაზე საუკეთესო “ბურთი” სასტუმროები

12588
bubble sastumroebi

ამბროლაურის ეგზოტიკური სასტუმროს მსგავსად, მსოფლიოში უამრავი საინტერესო “ბურთი” სასტუმროებია. ეს სასტუმროები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. გამჭვირვალე ბურთები ბუნებაში კარვის კომფორტული ჩამნაცვლებელია და თან სიმყუდროვესაც არ არღვევს. ასე რომ, ვინც ბეტონის კედლებს გაურბის და თან კარავში თავს არაკომფორტულად გრძნობს, მათთვის ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა.

ეს საქართველოა - ეგზოტიკური სასტუმრო ამბროლაურში, რომელიც გაგაოცებთ [ფოტოები]

სასტუმროს ფოტოები შთამბეჭდავია და ის საქართველოს რეგიონებში არსებულისგან რადიკალურად განსხვავდება.

“ფორტუნა” გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ბურთის სასტუმროებს, თქვენ კი თავად გადაწყვიტეთ არის თუ არა აქ ამბროლაურის ადგილი.

 

მექსიკა – კამპარა ბურბუჯას სასტუმრო

ტრადიციული სასტუმროს ოთახების ნაცვლად, ეს ეკო მეგობრული სასტუმრო შედგება 10 კლიმატური კონტროლირებადი ბუშტით, რომელიც აღჭურვილია სრულ ზომის საწოლებით და გლუვი სველი წერტილებით. ხედია ის, რის გამოც ამ სასტუმროში რჩებიან. ღამით აქ ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ნახვა შეგიძლიათ, დილით კი ვენახების ხედი იშლება. აქ ერთი ღამის გატარება 180 დოლარი ღირს.

 

ავსტრალია – ბურთის კარავი

ეს ბურთი მსოფლიოს სიდიდით მეორე კანიონს გადაჰყურებს, რომელიც სიდნეისთან მდებარეობს. სამ გამჭვირვალე გუმბათოვან კარავს საკუთარი სახელებიც აქვს – ლომი, კირჩხიბი და ქალწული. მიუხედავად ამ კარვების “სიმარტივისა”, ეს მდიდრული სასტუმროა – კომფორტული საწოლებით, დამტენებით, აბაზანით და ა.შ. აქ სამზარეულოც კია, სადაც საუკეთესო ადგილობრივი კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი. ერთი ღამის ფასი კი 250 დოლარიდან იწყება.

 

სამხრეთ ირლანდია – ფინური ბურთები  
სამხრეთ ირლანდიის ტყეში ჩაფლული ეს სასტუმრო თავს სამყაროს შუაგულში, სრულიად მარტოდ გაგრძნობინებთ. თუმცა ეს მხოლოდ დროებით, როგორც კი მოისურვებთ, კომპლექსის სპას, რესტორანს და სხვა ობიექტებს შეგიძლიათ ეწვიოთ, რომელიც სასახლეებს გადაჰყურებს. ერთ ღამეს აქ 320 დოლარიდან გაატარებთ.

 

ესპანეთი – აირე დე ბარდენასი
ეს ბურთები ბარდენას რეალესის პარკის ბოლოში მდებარეობს. აქ ერთ მხარეს ქვიშა, ხოლო მეორე მხარეს ხორბლის მინდვრები ირეკლება. ოთახები მინიმალისტურად თეთრ ფერშია გადაწყვეტილი. თუ ბურთები თქვენი სტილი არ არის, არ იდარდოთ: აქ მდიდრული ოთახების ქირაობაც შეგიძლიათ. ფასი 325 დოლარიდან იწყება.

 

საფრანგეთი – ატაპრევისი
ამ სასტუმროში მდიდრული შიდა ინტერიერი საოცარ გარემოს ერწყმის. ეს ბურთების სასტუმრო მარსელთან ახლოს, ფიჭვების ტყეში მდებარეობს. სულ ხუთი ბურთისგან შემდგარი კომპლექსი დიდი ზომის, კომფორტული საწოლებითაა აღჭურვილი და მის ინტერიერზე ცნობილი დიზაინერები მუშაობდნენ.

 

კანადა – ოცნების ბურთები
გათბობით, ულამაზესი ინტერიერით და კაბინის მსგავსი ვიზუალით, ეს ბურთი ამ გარემოში ყველაზე კომფორტული რამაა. ყველა ოთახს აქ თავისი ტერასა და ღია სივრცეში ხის ცხელი აბაზანა აქვს. სასტუმროს ტერიტორია 185 აკრზეა გადაჭიმული, აქ ზამთარში განსაკუთრებით ლამაზი გარემოა.

 

საქართველო – გლამფინგ ჯორჯია
ეს სასტუმრო ამბროლაურში მდებარეობს. მინიმალისტური დიზაინით მოწყობილ ოთახებში, აქცენტი კომფორტზე და ხედზე აქვს გაკეთებული. ყველა ოთახს აქვს სამზარეულოს მინიმალური აღჭურვილობა, ტერასა, სველი წერტილი და უფასო WIFI. სასტუმროში ერთი ღამის გათევა დაახლოებით 120 ლარიდან იწყება, ფასში ამერიკული საუზმეც შედის.
ფასის, ბუნებისა და კომფორტის მიხედვით, საქართველოს ბურთის სასტუმრო, ნამდვილად არ ჩამორჩება სხვა დანარჩენს.
magti 5g