სტიქიიდან მესამე დღეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა.
მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ჯაფარიძემ შესაბამისი განცხადებით, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციას დღეს მიმართა.
ვინ ჩაანაცვლებს არჩილ ჯაფარიძეს, ამ ეტაპზე უცნობია.