LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭის ტურისტული შესაძლებლობების კვლევა დასრულდა

255

“საპარტნიორო ფონდმა” საკონსულტაციო კომპანია BDO-თან ერთად რაჭის ტურისტული შესაძლებლობების კვლევა დაასრულა და რეგიონის განვითარების ზოგადი კონცეფცია მოამზადა.

როგორც ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს,კონცეფცია მიზნად ისახავს რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც გულისხმობს რამდენიმე თანამედროვე, საერთაშორისო დონის კურორტის განვითარებას რაჭაში, კერძოდ კი შაორის ტბაზე, უწერასა და შოვში. კონცეფციის თანახმად, რეგიონში უნდა აშენდეს, როგორც საერთაშორისო ბრენდის 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროები, ასევე სამედიცინო ტიპის გამაჯანსაღებელი კომპლექსი, რადგან რაჭა მდიდარია მრავალფეროვანი სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური წყაროებით. კონცეფცია ასევე ითვალისწინებს რაჭაში, მათ შორის უწერასა და შოვს შორის არსებული გზის რეაბილიტაციას, არსებული გზების უსაფრთხოების გაუმჯობესებას, წყლის, გაზის და ელექტროენერგიის მიყვანას კურორტებამდე, საზოგადოებრივი ადგილების მოწესრიგება/მოწყობას (ტურისტული საინფორმაციო პუნქტები, საინფორმაციო დაფები,, პარკირების ადგილები, ქუჩის განათებები და სხვა). ასევე პროექტი გულისხმობს შაორის ტბაზე ტურისტული სანაოსნო კლუბის მოწყობას, სალაშქრო გზების, საფეხმავლო ბილიკებისა და ველოსიპედის გზების, საბავშო მოედნების, ატრაქციონების და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას საკურორტო ზონებში.

კონცეფციის განხორციელების მთლიანი საინვესტიციო ღირებულება განსაზღვრულია 59 მლნ აშშ დოლარით, რომელიც მოიცავს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ინვესტიციას

კონცეფცია საკონსულტაციო კომპანიამ “საპარტნიორო ფონდის” მენეჯმენტს დღეს წარუდგინა. ფონდის წარმომადგენლებმა კონცეფციასთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები გამოთქვეს და კომპანიას სთხოვეს, კონკრეტულ კურორტებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების დეტალიზაცია და დაზუსტებები მოამზადოს. მხარეები მორიგ სამუშაო შეხვედრაზე შეთანხმდნენ, სადაც BDO ფონდს რაჭის განვითარების კორექტირებულ კონცეფციას წარუდგენს.
ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, რაჭის რეგიონით კერძო სექტორის დაინტერესება რთული პროცესია, ამიტომ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს როლი გადამწყვეტია რეგიონის განვითარებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები