LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭველიშვილი: სახე რადგან არ გიჩანთ, გგონიათ ისტორიაში არ დარჩებით როგორც მოღალატეები?

635
maxresdefault-58961ebedd219

ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. სპეცრაზმმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების დაშლა დაახლოებით ხუთი საათისკენ დაიწყო. მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი.

გიორგი კეკელიძე: “აქციაზე დაშავებულს ან წამოსულს სადმე თავის შეფარება თუ მოუნდება, ბიბლიოთეკის კარი ღიაა…”

,,სახე რადგან არ გიჩანთ გგონიათ არ დარჩება თქვენი სახელები საქართველოს ისტორიაში როგორც ყველაზე ბინძური მოღალატეების?!

პუტინის მონებო!

მას შემდეგ, რაც სპეციალური დანიშნულების რაზმმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია წყლის ჭავლით დაშალა, პარლამენტის წინ გაშლილი კარვებიც აიღო.

იქამდე, პოლიციამ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები, ზუკა ბერძენიშვილი და გიგა მაქარაშვილი დააკავა. დაკავებულები არიან სხვა მოქალაქეებიც.

აქციები პარლამენტთან მას შემდეგ განახლდა, რაც რამდენიმე დღის წინ, ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. გუშინ ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინა და დღეს დეპუტატები შენობაში არ შეუშვეს.

ზურა ჯაფარიძე, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია და აქციის სხვა მონაწილეები დააკავეს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g