LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაციონალური ადამიანია და რომ შეეძლოს, ორმაგ მოქალაქეობას აირჩევდა: ხვიჩია ადეიშვილზე

72
Untitled design

“დიდი ხანია, უკრაინაში ცხოვრობს, მას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა დასდევს და გადაწყვიტა, რომ იმ ქვეყნის მოქალაქე იყოს, სადაც ცხოვრობს”, – ასე ეხმაურება “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, ყოფილი იუსტიციის მინისტრის მოთხოვნას, რომელიც დაკმაყოფილდა და შესაბამისად, ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

ხვიჩია აღნიშნავს, რომ ადეიშვილი რაციონალური ადამიანია და რომ შეეძლოს, რთი ქვეყნის მოქალაქეობას ორმაგ მოქალაქეობას არჩევდა:

“მოქალაქეობაზე უარის თქმა ადამიანის უფლებაა. ამ წუთას, ის არ არის ქართველი პოლიტიკოსი და საქართველოს პოლიტიკაში ჩართული. შესაბამისად, რატომ უნდა შევაფასო როგორც ქართველი პოლიტიკოსის ქმედება? დიდი ხანია, უკრაინაში ცხოვრობს, მას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა დასდევს და გადაწყვიტა, რომ იმ ქვეყნის მოქალაქე იყოს, სადაც ამდენი წელია ცხოვრობს. ადეიშვილი რაციონალური ადამიანია, ორმაგი მოქალაქეობა რომ შეეძლოს, ერთი ქვეყნის მოქალაქეობას ორმაგ მოქალაქეობას არჩევდა.” – განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. მან საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, განცხადებით მიმდინარე წლის 4 მარტს მიმართა.

მათ მიერ მოქალაქეობაზე უარის თქმა მიანიშნებს, რომ საქართველოსთან ბმა დიდ ღირებულებად არ მიჩნიათ: სარჯველაძე

პოპულალურები