უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ჰანა ჰოპკო ამბობს, რომ სჯერა, რომ უკრაინა 21-ე საუკუნეში მოახერხებს რუსეთის ფედერაციის დეიმპერიალიზაცია. ამის შესახებ უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ჰანა ჰოპკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
„პუტინის გეგმაა დაიპყროს უკრაინა. მან ვერ შეძლო კიევის ოკუპირება და რუსეთი 8 თვის განმავლობაში მარცხდება. პუტინი იძულებულია გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა, ცდილობენ გაანადგურონ კრიტიკული სამხედრო და ენერგო ობიექტები, მაგრამ რუსეთს არ შეუძლია უკრაინის დაპყრობა.
მადლობას ვუხდით ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის, ჩვენ ყოველდღიურად ვიბრძვით, რომ დავაჩქაროთ ჩვენი გამარჯვება. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინა 21-ე საუკუნეში მოახდენს რუსეთის ფედერაციის დეიმპერიალიზაციას, მჯერა, რომ იქნება უფრო მეტი იარაღი, ჩვენ გვჭირდება ჰაერსაწინააღმდეგო დარტყმის სისტემები და ბევრად უფრო მკაცრი სანქციები, რომლებიც არის ძალიან ცოტა.
ყირიმის დაბრუნება მიღწევადი მიზანია, 2023 წლისთვის, იმედი მაქვს, რომ მოვა იმედის გაზაფხული და შევძლებთ ჩავიწეროთ გადაცემა ყირიმში, უკრაინულ ჯარებთან ერთად“, – აღნიშნა ჰანა ჰოპკომ.
