3 მარტს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ფატი ბროლაშვილი და გიგი გილიგაშვილი სტუმრობდნენ, რომლებმაც თავიანთ მეგობრობაზე, თანამშრომლობაზე და ახალ სიმღერაზე ისაუბრეს. გადაცემაში სიმღერის „კეკელა და მარო“ პრემიერა შედგა.
როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა?
ფატი: ძალიან დიდ პატივს ვცემდი გიგის და ყოველთვის ვუყურებდი მის ვიდეოებს. ძალიან აქტიური მაყურებელი ვიყავი და მალხაზ მელქუაშვილს ვთხოვე, ეს ადამიანი გამაცანი, ძალიან მიყვარს-მეთქი და ასე შედგა ჩვენი მეგობრობა.
თქვენი დუეტის იდეა ვის ეკუთვნის?
გიგი: დუეტის იდეა მე მეკუთვნის. რადგან ფატის გაცნობის და მასთან დამეგობრების საშუალება მომეცა, ვიფიქრე, ბარემ დუეტიც ხომ არ ჩაგვეწერა-მეთქი. შევთავაზე ფატის დუეტის ჩაწერა და დამთანხმდა.
სიმღერა ვინ შეარჩია?
გიგი: სიმღერა ფატის ინიციატივა იყო და მეც ძალიან მომეწონა.
ფატი: მე სხვის სიმღერებს ნაკლებად ვწერ ხოლმე, მაგრამ ჩვენ, ორივე კახელები ვართ და ამ სიმღერაში დავინახე ჩვენი დუეტი.
სიმღერის სატელევიზიო პრემიერა უკვე შედგა. როგორი რეაქცია მოჰყვა ხალხის მხრიდან?
გიგი: ძალიან დადებითი, ყველას ძალიან მოეწონა.
კლიპის გადაღებას თუ აპირებთ?
ფატი: სხვათა შორის, ამაზე არ გვიფიქრია.
გიგი, ყველამ იცის, რომ ძალიან პოზიტიური და მხიარული ადამიანი ხარ, რაიმე კურიოზი ხომ არ გადაგხდენიათ სიმღერის ჩაწერისას?
გიგი: კურიოზები არ გვქონია, გარდა ამ ერთისა. ყველამ იცის, რომ ხშირად ვარ მთვრალი და ასეთ სიტუაციაში ხშირად მგონია, რომ ისეთმა გოგოებმა, როგორიც ფატია, ცოლობაზე უარი არ უნდა მითხრან. ფატიმ კი პასუხი დააგვიანა და ეგრევე დავბლოკე. მერე გავიგე, რომ თურმე, გოგო გათხოვილია და მშვენივრად ცხოვრობს თავისთვის (იცინის). მერე თვითონ შემომირიგა, ისე მრცხვენოდა, მეტი არ შეიძლება.
ფატი: მეორე დღეს დავურეკე და შემოვირიგე. მითხრა ჩემი დაიკო ხარო, თან მერე გავიგეთ, რომ ერთი მხრიდან ვართ, ძალიან ბევრი საერთო გვაქვს და ძალიან გააქტიურდა ჩვენი მეგობრობა. ძალიან კარგი ადამიანია, მადლობელი ვარ, ასეთი მეგობარი რომ შევიძინე.
გიგი, პოპულარობა როგორ მოგწონს?
გიგი: რა თქმა უნდა, მსიამოვნებს სითბო, ყურადღება, ხალხის ღიმილი. მიხარია და მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც სითბოს გამოხატავს.
ვისაუბროთ სიმღერაზე „კეკელა და მარო“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
ფატი ბროლაშვილი & გიგი გილიგაშვილი – კეკელა და მარო
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ფატი ბროლაშვილი – დედა. Live
ფატი ბროლაშვილი & გიგი გილიგაშვილი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი